მარტო ბოლო წლებში? ესტონეთს, შვედეთს, ფინეთს, ბელგიას და ა.შ. 10-დან 8ჯერ ჩვენზე ძლიერი ახალგაზრდული ნაკრები ყავდათ ყოველთვის.
ჩვენ იმის ხარჯზე ვჯობნით (არ ჩამოვრჩებოდით) ეგეთ ქვეყნებს რომ ზუსტად თითო-ოროლა, ოღონდ უფრო დიდი კალიბრის ტალანტები გვეჩითებოდა.
მაგალითად, წარმოიდგინე U20 ნაკრები, სადაც საქართველო ხვდება ბელგიას. საქართველოს ყავს 1 რატი ანდრონიკაშივილი, პლუს მაზიაშვილ-მეცხვარიშვილი და 9 ტურისტი. ბელგიას ყავს 7-8 მაზიაშვილ-მეცხვარიშვილი და 4-5 ტურისტი (უკეთეს მწვრთნელთან ერთად). ასაკობრივ ტურნირზე უეჭველი გაჯობებს, მაგრამ ეროვნულს რომელი უფრო გამოადგება საკითხავია

პრიმიტიულად დავწერე, მაგრამ პრინციპი გასაგებია მემგონი.
ხოდა, ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ თითო-ოროლა ტალანტიც არ გვყავს წელიწადში. 2013 წლიდან მოყოლებული, 10 წელიწადში სულ გამოჩნდა 3 ტალანტი გოგა-მამუ-რატი. ეს არი ძალიან ცოტა. ამიტომ, ტემპი უნდა გაიზარდოს, თორემ თაობათა ცვლის მეორე ტალღას ვეღარ გადავიტანთ. ჩამოვალთ მაკედონიის დონეზე.
წლევანდელი პოზიტივი არის ის, რომ რამდენიმე მართლა ნიჭიერი ტიპი წამოვიდა.
მართლა ნIჭიერი და არა სიტყვაზე გაფრინდაშვილ-თავაქარაშვილის დონე. დამეთანხმები ალბათ თავაქარაშვილის დონის იგროკზე არასდროს მითქვია ტალანტიათქო....
იმედია არ მეჩვენება და მართლა გამორჩეულია ეს 4 ბიჭი ვინც ჩამოვთვალე

ასევე იმედია მაქ U16-ის სამეულს არ დავთარსავ, როგორც ეს ოჩხიკაძიზე გამომივიდა ლამის თოკოს რო ვადარებდი სტატებით
This post has been edited by java83 on 11 Aug 2022, 21:14