Sixth Man - ანალიტიკური ბლოგი კალათბურთზე
#ბაზერის_ბლოგი
- ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ აქვთ საკმაოდ რთული პერიოდი, გამომდინარე ზედიზედ წაგებული 5 შეხვედრისა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრების კალიბრის მატჩები, თუმცა, გუნდის თამაშში არ ჩანს დადებითი მომენტები. ექსპერიმენტთა, ან, თუნდაც, ცვლილებათა შედეგიანი განხორციელების ნიშანწყალიც რთულად დასანახია.
- რაც არ უნდა ამხამაგურ თამაშებს ვთამაშობდეთ, ვფიქრობ, წაგებათა სერია, ყოველთვის არყევს მენტალურ სტაბილურობას და თავდაჯერებას. გამარჯვებულის მენტალიტეტი არის ის, რაც დიდ ტურნირებზე ქმნის უპირატესობას და ამბიციას, რომელმაც საჩემპიონო დონის პერფორმანსი უნდა ასახოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ზედმეტად სარისკოა და ჩვენ უკვე გადამწყვეტ ზონაში შევედით..
- ვსაუბრობ გადამწყვეტ ზონაზე და ვგულისხმობ ევრობასკეტის მოახლოებას. სამწუხაროა, რომ არანაირი ინტერესი რადიკალური ცვლილებების მიმართ არ არსებობს. დიდი ალბათობით გუნდი ითამაშებს იგივე სტილში. ჩემი აზრით ეს უკანასკნელი იქნება პრობლემა ნებისმიერ გუნდთან, მაგრამ ჩემი მოტივაცია არ არის, რომ ვიყო ვინმეზე მეტად მართალი, ან ჭკვიანი. მოტივაცია ამ თემაზე საუბრისას არის გამარჯვება. როდესაც ნაკრების თამაშს ვუყურებ, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, არის უალტერნატივოდ მოპოვებული წარმატება.
- რაც არ უნდა ცდებოდეს ჩემს გემოვნებას და მოლოდინს სტილი, რომლითაც ვუტევთ, ვიცავთ თავს, აუცილებლად მიმაჩნია, რომ უნდპა ვიყოთ ნაკლები ცინიზმით და აგრესიით წარმოდგენილნი. შევაფასოთ რაციონალურად და მშვიდად გამოვხატოთ საკუთარი უარყოფითი აღქმები. საბოლოო ჯამში რომელიმე სისტემა ან სტილი კი არ წააგებს ამ ომს, წააგებემ ისინი, ვინც ჩვენთვის ქართული კალათბურთის სახეები არიან.
- იმედი მაქვს, ევრობასკეტზე ჩვენი მთავარი იარაღი გაისვრის შედეგიანად და გულშემატკივარი გადასცემს გუნდს არანორმალურად დიდ ენერგიას. უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა, მანამდე მნიშვნელოვან მატჩად აღვიქვამ პოლონეთთან შეხვედრას. ეს თამაში იქნება მნიშვნელოვანი ხასიათისთვის და მძიმე სერიის დასრულებისთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ აღმაფრენა, რაც დრამატული ფინიშების შემდეგ გვეუფლება ხოლმე. ენერგეტიკით უნდა მოვიგოთ. ესაა ჩემი იმედი...
https://www.facebook.com/SixthManAnalytics