თუ ჯანსაღი დისკუსია გინდა, მაშინ არ გინდა ეს ჩიხში შემყვანი პასაჟები თქო (რომ პროფესიონალებს მივანდოთ, ჩვენ დილეტანტებმა მაქსიმუმ ტაში დავუკრათ, სხვა რა შეგვიძლია და ამიტომ ბარემ ფორუმზეც არ უნდა ვწეროთ და ბლაბლა

) და არ იშლი მაინც.
თუმცა ამაზე მაინც გიპასუხებ, სანამ კიდევ ვიღაცა წაიკითხავს, კომედიას დაინახავს და იქირქილებს სნო-ს სტილში

))
საიდან მოიტანე რომ თურმე მეგონა ?

) ეტყობა მართლა სრულიად არა ინფორმირებული გგონივარ

მაგ მეცხვარიშვილებს ( და ყველას) ჯერ კიდევ ასაკობრივიდან ვუყურებ და კარგად ვიცი რაც იყო იქ და უფრო გამოკვეთილ მეფარეს თამაშობდა, მაშინ მისი საიზიც თანატოლებთან და პოზიციაც კი ნამდვილად ეგ იყო, მაგრამ დამატებით ისიც ვიცი რომ კოლეჯში მისი თამაში საკმაოდ შეიცვალა. უფრო მეტს თამაშობდა გარედან, რაც მთავარია ახალი იარაღი პერიმეტრიდან სროლა და თანაც საკმაოდ მაღალი დონის აღმოჩნდა მის არსენალი , რაც ასაკობრივში არ ჰქონდა. ანუ რამე კი არ მეგონა, უბრალოდ შენივე სიტყვებით რომ ვთქვათ მეტი ინფორმაცია მქონია ვიდრე შენ .
ახლა მეორე და მთავარი:
არ ვიცი თქვენ როგორ გგონიათ და PF ების SF - ად მოსინჯვა ვისაც გაკვირვებთ, მაგრამ ჩვენი რეალობაც უნდა იცოდეთ, რომ კლასიკური SF ები და ვინგები ამ ეტაპზე ფაქტიურად არ გვყავს სანაკრებო დონის, ამიტომ ჩვენი რეალობაა ის რომ გადაფარვას ვცდილობთ ყველა ვარიანტში ხან ქვემოდან ხან ზემოდან.
ამიტომ შემთხვევითი არაა რომ ამ რეალობაში მეცხვარიშვილის სწორედ SF - ად ნაკრებში მოსინჯვა მინდოდეს და არც ისაა შემთხვევითი სწორედ იმავე მიზეზით რომ განაცხადშიც ეგრე შეიყვანეს .
ნუ შენ თუ, დამძიმებულ, სისწრაფე დაკარგულ - შენელებულ ბერიშვილის SF - ობის გჯერა კიდევ, შენი აზრია, მაგრამ მე არ მჯერა. ეგ გაჭირვების დროს ისევ PF ად თუ გვადგებოდა, ისიც ეპიზოდებში, თორემ ახლა უფუნქციოდ რომაა მაგას ბოლო თამაშებიდანაც ჩანს. ესპანეთთან სკამიდანაც ვერ ააყენა ზუროსმა, რაც გასაგებია და ბუნებრივია ჩემთვის. აღარც ის მითიური სროლა აქვს თუ აკვირდები ბოლო 2 წელი და მოკლედ სრული რეგრესი სახეზეა, რაც უკვე ზუროსის დამოკიდებულებაშიც გამოიხატება.
სწორედ ამიტომ მინდა რომ გაისინჯოს ახალი თაობა.
მერკვილაძე ყველაფრით მკაცრად PF -ია და ახლა მანდ ცზადია ვერ მოიგებს ნაკრებში კონკურენციას მაგ პოზიციაზე, მაგრამ ახალგაზრდულში არ გამლიყენო ნონსენსია და მერე ისეთ ჩაჯმას იწვევს რაც მივიღეთ აგერ გუშინწინ.
ასე რომ შენ ჩემს ინფორმირებულობით ნუ მანიპულირებ, ჯანსაღ არგუმენტირებულ დისკუსიას მივაწვეთ ჯობია, რომლის შემდეგაც ცხადია შეიძლება ისევ ჩვენ აზრზე დავრჩეთ

))
რომ შევაჯამოთ ამ მომენტში, კონკრეტულად დღეს რაც მინდა არის ის რომ მეცხვარიშვილი ინახოს SF -ის შესაძლო ოფციად, დანარჩენი ახლა უკვე დაგვიანებულია ...
სხვათაშორის იმედი მაქვს იქნება კიდეც შეკრებაზე წამსვლელ 17 კაცში.
* * *
GRIZLY07
უცნაურია, მაშინ უკრაინასთან როგორ ვაპირებიდით რომ არა ტრავმა ? თუ ცალცალკე ფანჯრებადაა ლიმიტები დაწესებული ნბა-გან ?
მეგონა ჯამური დღეების რაოდენობა იყო.
This post has been edited by QOMAGI on 22 Jul 2022, 13:40