სამარცხვინო ორგანიზაცია.
აჰა, 12-გუნდიანი მსოფლიო ლიგა შეიქმნა და იქაც არა ვართ. ნორმალური ტესტებიც კი აღარ გვექნება.
https://europop.ge/article/54305-es-imedgat...agbis-momavalzeახალი მსოფლიო ლიგა ბორჯღალოსნებს მნიშვნელოვანი ტესტების გარეშე ტოვებს
ბრიტანელები წერენ, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს
ბრიტანული Daily Mail ახალ სარაგბო ტურნირს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. ტიერ 2-ის ნაკრებებს, ფაქტობრივად, ელიტარული ტესტების გარეშე ტოვებს, ეს კი, მათ სამართლიან გულისწყრომას იწვევს. სტატიაში ძირითადი აქცენტი საქართველოს ნაკრებზეა გაკეთებული, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა, მსოფლიო რაგბის მამების კეთილგანწყობა მაინც ვერ დაიმსახურა.
მიმდინარე კვირას ახალი საერთაშოროსო ტურნირის შექნის შესახებ დასკვნითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წამყვანი სარაგბო ერების წარმომადგენლები ლონდონში არიან შეკრებილები და რამდენიმე საინტერესო საკითხს განიხილავენ.
ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ რაგბში ახალი მსოფლიო ლიგა შეიქმნას, რომელიც სტარტს 2026 წლიდან აიღებს და მასში 6 ერის ქვეყნები (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) და ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და არგენტინა იქნებიან ჩართულები. 12-გუნდიან ტურნირში მონაწილეობის უფლებას, დიდი ალბათობით, იაპონია და ფიჯიც მიიღებენ, ეს კი ნიშნავს, რომ იქ არ იქნება ადგილი სხვა საინტერესო ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, სამოა, ტონგა და აშშ.
ახალი შეჯიბრის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო ლიგა ხელს შეუშლის განვითარებადი ნაკრებების წინსვლას, მაგალითად კი, საქართველო მოჰყავთ, რომელმაც გასულ წელს იტალია და უელსი დაამარცხა, მათმა 20-წლამდელთა გუნდმა კი ამ ზაფხულს ინგლისთან შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა.
ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართული მხარე არც კი მიუწვევიათ.