მოგჭერით თავი ხო?
მოვიხადოთ ბოდიში?
ერთი მომენტი ისაა, რომ თუ ზედაპირულად შეხედავ, ნამდვილად არაჯანსაღად ჩანს ამდენი კომენტარი. მაგრამ ოოდნავ თუ ჩაუღრმავდები, მიზეზსაც მიხვდები. ამის პასუხიც ზედაპირზე დევს. გვიხარია და ჩვენს სიხარულს გამოვხატავთ. სად შეიძლება გამოხატო სიხარული? ყველგან, მაგალითად გუშინ უბანში ვკიოდით კვარას გოლების გამო )))) მაგრამ ფბ-ზე ყველაზე მეტად ჩანს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ერთ ადგილზე წერს კომენტარებს.
მეც ხშირად დამიწერია ფბ-ზე უბრალოდ ,,კვარა" ან ,,<3" სიმბოლო. მე ერთი უბრალო გულშემატკივარი ვარ და მაგრად მახატია სოც. ქსელში 2 მეტრიანი ,,პროსტინების" წერა, არც ვარ ვალდებული ეს გავაკეთო. უბრალო ემოციის გამოსახატავად 1 სიტყვა ან 1 სმაილიკიც მკმარა, არ ვარ პრეტენზიული.
ამ ფონზე, რატომ უნდა გა#####აურდეს ვინმე და მისაყვედუროს? ან შეურაცხმყოფელი ლექსიკით მომმართოს? ან ჩემი ქმედების გამო რატომ უნდა დაირცხვინოს ვინმემ, რას ვაშავებ გარდა იმისა რომ მიხარია და გამოვხატავ?
ან ვინ დაადგინა რამდენი კომენტარია საკმარისი იმისთვის რომ თავი არ მოგჭრათ? კომისია ხომ არ შევადგინოთ თენგიზას და თოლორდავას ხელმძღვანელობით, რომ ქართველების კომენტარების ლიმიტი აკონტროლოს?
რამდენჯერ შეგხვედრია ნაპოლის ფბ გვერდზე ,,ფორცა ნაპოლი სიემპრე" ან ,,ა16" კომენტარები? მაგათ გამოც რცხვენიათ რიგით იტალიელებს? ან შენს ნაცნობს ეგ არ უკვირს, მხოლოდ ქართულ კომენტარებზე დაემართა გულძმარვა?
ყველა ეს კითხვა რიტორიკულია. კითხვით ფორმაში გამოვხატე ჩემი აღშფოთება.
ხანდახან რომ ისეთი კომენტარი შემხვდება რაც ძალიან ### შინაარსისაა მეც ვღიზიანდები, მაგრამ ხალხს სტანდარტები დაუწესოთ, თქვენი სიხარულს ასე ნუ გამოხატავთ, ხიხიააო, განვითარების სხვა ლეველია, რომელსაც ჩვენ - მდაბიოები ვერ ვათვითცნობიერებთ და შესაბამისად არ ვიზიარებთ.
ჰოდა პრობლემა ჩვენში კი არაა, თქვენშია. იმდენად გადაჩვეული ხართ ჯანსაღი დადებითი ემოციის გამოხატვას (თუნდაც არაჯანსაღი, მაგრამ უწყინარი ფორმით), ეს სირცხვილი გგონიათ და აი ისე იქცევით, ბავშვობაში მამაჩემი რომ მღეროდა სუფრაზე, პირზე ხელს ვაფარებდი, სირცხვილია მეთქი.

მე გავიზარდე, თქვენც გაიზრდებით.
This post has been edited by Pepper_Crowley on 22 Aug 2022, 14:24
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი