თუკი ვინმე პესიმისტურად იქნება განწყობილი, ყველა პოსტზე ესე უნდა მივარდეთ ერთიანად?
მამარდას თუ აკრიტიკებდნენ აქ, კარგად გამოჩნდა, რომ მართლები იყვნენ, რადგან თვითონაც თქვა არ ვიყავი პირველ ნახევარში იმ დონეზე, როგორც ძირითადში მეორედ დაბრუნების შემდეგო. თუკი ვინმე ახლანდელი მამარდასგან უფრო მეტს ითხოვს, რა არის ამაში ცუდი? პირიქით უფრო კარგი არ იქნება, ბევრად მაღალ დონეზე თუ ავა? ფეხბურთელებს აკრიტიკებთ პირველი ბმვ-ს ყიდვაზე და თქვენც მასე გამოგდით, მინიმუმით კმაყოფილდებით.
რამდენი მაქარა პოსტს დაწერს, იმდენი ქოც/ფედერაცია/"საფეხბურთო ოჯახი" უნდა მივარდეს ჩასაქოლად? მერიებში და საჯარო სამსახურებში, პრემიები იმის მიხედვით იწერება, ვინ როგორ "გააპრავებს" ამათუიმ ანტიქოცურ გამოხტომებს.
ქოცების უფრო მესმის, ვიდრე ამ ფსევდო ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ხალხის.
ჩვენ არ ვართ ეგ კატეგორია და ვისწავლოთ ყველამ ერთმანეთის აზრის მოსმენა, მითუმეტეს კვარაზე თუ ვწერდით ადრე 20 კაცი აქ, ახლა დაწერს 200.
- - - - - -
რაც შეეხება საუბარს და ტაქტიკურ განსწავლულობას.
კვარასა და ცენტრალურ ზონას შორის კავშირზე იყო საუბარი. წინა თამაშში ზიელინსკი უფრო აკავშირებდა.
უფრო ნათელი რომ გავხადოთ, თუ რაზეა საუბარი, იტალიის ტაქტიკა გავიხსენოთ, მოგებულ ევროპაზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აზრი იგივე აქვს სპალეტისაც. შესაბამისად მარცხენა ინსაიდის როლი განვიხილოთ.
ბურთის აღებას სად ავალებდა ინსინიეს სპალეტი და სად უნდა აიღოს კვარამ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხოლო, როცა შეტევა იწყება საპირისპირო ფლანგიდან, სად უნდა შევიდეს თვითონ, ხოლო სივრცე უნდა გაუნთავისუფლოს მარცხენა მცველს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაცვით ფაზაში, კი გადმოწყობა ხდება, სტანდარტულად როგორცაა და მარცხენა მცველზე გადადის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

[/YOUTUBE]
ინსაიდის პოზიცია იმით არის რთული, რომ დიდწილად სხვებზე ხარ დამოკიდებული, განსხვავებით რუბინის ტაქტიკისგან. მარცხენა მცველებიდან რუი/ოლივერას, ცენტრალური ნახევარმცველები რუისი/ზიელინსკი, ნუ წინ ოსიმენი. ესენია პირდაპირ ჩვენი დამხმარეები

თუ რა როლი აქვს კარგ ცენტრალურ ნახევარმცველს ინსაიდის თამაშში, კიტეს მოედანზე ყოფნის დროს, კვარას თამაში გაიხსენეთ ნაკრებში.
ეს ტაქტიკა რთული იქნება იმით რომ თუ გამწვავებაზე მიდიოდა ადრე 30 ჯერ, ახლა წავა 10 ჯერ. თუმცა კარგი ის იქნება რომ აქ უფრო მიეხმარებიან და ბევრად უკეთეს პოზიციებზე დატოვებენ ხოლმე. როგორც ქეცბა იტყოდა მის ენაზე, მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება გასაზრდელი.
ახლა მთავარი, ამ სქემაში დიბალას ადგილი ცენტრში ვერ მოიძებნება, მე როგორც მინდოდა და წარმომედგინა
ინსაიდებიდან, კვარას ან მეორე მხარეს ლოსანოს (ან ვინც იდგება) მოუწევს ერთის ამოგდება. ჩემი აზრით არ მოიყვანენ დიბის, რადგან კვარა მოწონთ, ხოლო მეორე მხარეს პოლიტანოთითაც კმაყოფილები იქნებიან. დეულოფეო მოვა ალბათ და პირდაპირი კონკურენტი იქნება. კონკურენცია კი იქნება დიდი, მაგრამ კარგი ის არის, რომ დასვენებაც მოუწევს ხოლმე.