ხავი-ინიესტამ შექმნა მესიო. სულ მაგაზე რომ მიდის ტვინის ტყვნა. სინამდვილეში, ლეომ აუწია მაგათ თამასა და გახადა მაგ დონის ფეხბურთელები.
ლობოტკას ხვიჩამდე ეძახდა ვინმე ინიესტას?
ზიელინსკი და ანგისა იყვნენ ამ დონეზე?
რადგან ამ განყოფილებაში ვწერთ ჩვენ უფრო ხშირად, ჩვენც ვუყურებთ ხოლმე ტოპ ჩემპიონატებს
სამოშნიკოვი ხო გახსოვთ? ვინ იყო საერთოდ ხვიჩამდე? ტიპი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი გახდა კვარასთან ერთად და ახლა სად არის? რუსეთის ქვედა ლიგის ჩვეულებრივი ფეხბურთელია

ჩავამატებ, დესპოტოვიჩიც ხო გახსოვთ? ხვიჩასთან ერთად სპარტაკს დუბლავდა და სერბეთის ნაკრებში იწვევდნენ, ახლა კი ეგეც ქვედა ლიგაშია. თვითონ რუბინი ხვიჩასთან ერთად, ევროპაზე გავიდა, როცა მერე გავარდა. იმ ევროპაზე გასულ რუბინში, რამოდენიმე ჩემზე დაბალი დონის რუსი ფეხბურთელი თამაშობდა, არ ვღადაობ, მეც ვითამაშებ მაგათ დონეზე. მართლა ოღონდ

ხვიჩას და სალაჰს რომ გადაეცვალათ მაისურები, რადიკალურ სურათს მივიღებდით. იმიტომ კი არა რომ სალაჰი ცუდი ფეხბურთელია, არა. უბრალოდ კვარას აქ ძაან დიდი გავლენა გუნდზე.
სულ რომ ვერ დაარტყას, პასი რომ ვერ გააკეთოს, აი რომ ამოკეტონ, ტიპი ადგება და ბურთს მოიპარავს, თან ვინეებს პარავს

საშუალო სტატისტიკურად ტოპ ჩემპიონატებში, ყველაზე მეტი ართმევა აქვს შემტევებიდან. თან რაც ყველაზე მთავარია, ამას შეტევითი ფაზის დროს აკეთებს, საიდანაც მწვავდება მერე შეტევა.
ბევრჯერ ყოფილა აქ სასაცილო კვარას შესაძლებლობების განხილვა, მაგრამ ჩვენ კიდევ ვერ ვხვდებით რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ძალიან მცირე დოზით ვეხმარებით. მაგალითად ხვიჩა რომ არგენტინაში დაბადებულიყო, 100 % იანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა რომ მარადონა-მესის დონეზე აიყვადნენ. ვფიქრობ დიეგო ჩაერია ზევიდან ნაპოლიში, რომ მოხვდა. ღმერთის და ესეთი ჩარევების კიდევ უფრო ვირწმუნე ევრობასკეტზე ჩვენი გამოსვლის ფონზე, თურქეთზე მოგების შემდეგ
This post has been edited by დანელია on 8 Sep 2022, 12:51