მოთამაშეებს ჩემგან მადლობა! დავაფიქსირებ რომ დავინახე, ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ.
ჩემი შეფასებით:
- რატის ბევრი კარგი მომენტი ჰქონდა, სწრაფი შესვლები, ფარს ქვემოდან სროლები, ჩატენვები... სამწუხაროდ, ბურთის გათამაშებას ვერ ახერხებდა იმ დონეზე რაც საჭირო იყო, მაგრამ მარტო მისი ბრალი არც იყო. ბურთი რომ გაათამაშო, ჯერ კარგი ბლოკი უნდა დაგიყენონ და მერე კარგად გაგეხსნან. მე პირადად, მიუხედავად ბევრი შეცდომისა და მიუხედავად იმისა რომ მეტს ველოდი, რატის თამაშს დადებითად შევაფასებ, იმის გათვალისწინებით რომ კიდევ მოუმატებს და არ გაჩერდება. გამოცდილება უნდა აკრიფოს ბევრი, ჯერ გამთამაშებლისთვის პატარა ასაკი აქვს და ამ დონეზე რა თქმა უნდა გაუჭირდებოდა.
ვილი ჰერნანგომესის მიპოსტერება მაგარი იყო
- სანდრომ კარგი სტატები დადო და ის ერთადერთი თამაშიც მოგვაგებინა, მაგრამ ერთი-ერთზე აქვს სამუშაო ბევრი, მოუხერხებელ მოძრაობებს აკეთებს და მერე უჭირს ბურთის სროლა. ადგილიდან როცა იწყებს მოძრაობას კიდევ უფრო უჭირს და ეს კომპონენტი უნდა დახვეწოს აი, თორნიკეს რომ აქვს კარგად დამუღამებული ზურგიდან ტრიალი დაახლოებით ეგრე. საერთო ჯამში ყველამ ვნახეთ რა შეუძლია და კიდევ რომ აქვს მარაგში შესაძლებლობები. მომავალი სეზონი იმედია კარგი ექნება და ბევრი დრო მიეცემა, რომ გააგრძელოს პროგრესი.
- გოგას შესაძლებლობები ვერ ვნახეთ, რადგან ტრავმები აწუხებს და რთულია ასე შეაფასო. რაც ითამაშა ცუდი ნამდვილად არ იყო და ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი კადრია.
- დუდას ვიცი რომ მაგარი სამიანი აქვს, მაგრამ არ აქვს თავდაჯერება და სიმშვიდე. უცებ ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. მეტი პასუხისმგებლობის აღება როცა უწევს, მაშინ უშვებს შეცდომებს. კარგი მწვრთნელის ხელში სტაბილურად შეიძლება გამოყენება. უნდა იცოდეს ზუსტად რა უნდა გააკეთოს, სად იდგეს და თავის სამიანებს დარწმუნებული ვარ ჩააგდებს. სამწუხაროდ, ცუდი ევრობასკეტი ჰქონდა.
- შერმადინს დიდი წვლილი აქვს ნაკრებში, მაგრამ მომავალზე უკვე ვეღარ გათვლი. დიდი მადლობა რაც გააკეთა ნაკრებისთვის! სამწუხაროდ, მასაც ცუდი ევრობასკეტი ჰქონდა, პერიოდულად კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველგან, სადაც მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს და ფოლები არ დაუსტვინეს - აიჭრა

- ტადს ჰქონდა ცუდი პერიოდი ზოგადად. ვერ დაგვეხმარა სადაც დაგვჭირდა. სხვა ქვეყნის ნატურალიზებულებმა უკეთ ითამაშეს, ყველა შეხვედრაში. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ იქნება კმაყოფილი და მგონი სჯობს კონტრაქტის ამოწურვის მერე სხვა მოძებნოს ფედერაციამ.
- შეცვლებზე ბევრს ვერაფერს დავწერ, იმიტომ რომ ვიცი გულით თამაშობდა ყველა და არ აკლებდა მონდომებას. ამიტომ კრიტიკა რთულია, საჭიროა მეტი მაღალი კლასის მოთამაშე.
- ზუროსი ძალიან მომწონდა ამ ევრობასკეტამდე, მაგრამ ბევრი აშკარა შეცდომები დაუშვა. შეცვლა რომ მოვითხოვოთ, უნდა ვიცოდეთ რომ უკეთესი მოვა. მე პირადად ვერ ვერკვევი ამ დონეზე ევროპულ კალათბურთში, რომ ვიცოდე უკეთესი.
- ფედერაციას ჩემგან დიდი მინუსი. ორგანიზების პრობლემები რომ იყო ჩვეულებრივი ადამიანიც შეამჩნევდა და ვინც დაუკვირდებოდა ბევრ ცუდ დეტალებს დაინახავდა. ნაკრებსაც არ ეტყობოდა ერთიანობა. ვიცი რომ მცირე ბიუჯეტია, მაგრამ რაც არის, იმის უკეთ ათვისება შეიძლებოდა. + ატამანის სალაპარაკო რომ გახდა ამხელა ტურნირის ორგანიზება ძალიან ცუდია. კვებაზე ესპანელებმაც თქვეს და ე.ი. მართლა იყო პრობლემები. რეკლამირება იყო ძალიან ცუდი. ამ დონის ტურნირი გვეღირსა, ამდენი ხანი ველოდეთ და + კიდევ გადაწიეს ერთი წელი. მეტი დრო ჰქონდათ, მაგრამ მაინც ნაჩქარევად იყო გაკეთებული თითქმის ყველაფერი.
და ბოლოს, ყველაზე ცუდი -
დარბაზი:
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ასე ცუდად როგორ უნდა დააპროექტო დარბაზი არ მესმის.
არ მიყვარს ხოლმე კრიტიკა და ყველაფერში ცუდის დანახვა, მაგრამ კარგი არაფერი იყო.
დერეფნებზე და შესასვლელებზე ბევრი ითქვა უკვე და აღარ დავამატებ. გმოსასვლელში ერთი მიმათითებელი ისარი არ არის, თუ საით უნდა წავიდეს ადამიანი, ან ნათურა არ ანთია რომ კიბე მაინც დაინახო. ადამიანური მისასვლელი გზები არ არსებობს, ან მანქანის გზაზე უნდა იარო, ან მთებზე უნდა იცოცო. პარკინგი - 0. ინფორმაცია - 0.
პირველი იარუსი მოკლეა. მეორე მოწყვეტილია და შორს არის. ყველაზე კარგ ადგილას გამოსასვლელებია, რომელიც თითქმის ტრიბუნაზე დიდია.
ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ იყიდის ისეთ ბილეთს, რომ თამაშს ნორმალურად უყუროს და ან ე.წ. "ტრუბაკვადრატები" არ დაეფაროს, ან შუაში გამოწეულმა ვერანდამ არ დაუფაროს ნახევარი მოედანი.
მე თუ მკითავთ, მეორე იარუსის პირველი სამი რიგი 10 ლარიანი ფასდაკლებით კი არ უნდა ყოფილიყო, საერთოდ ფული არ უნდა გადაიხადოს მაგაში ადამიანმა.

თან პირველად ვყიდულობდით ყველა ბილეთს და წინასწარ არ ვიცოდით რა იყო. გისოსებიდან ვუყურე 4 თამაშს.

ერთადერთი თურქეთის თამაშის ბილეთი არ ვიყიდე მეორე იარუსზე და ვიფიქრე თავს უფლებას მივცემ და ერთ თამაშს მაინც ვუყურებ კარგადთქო, თან სტუმრებიც დავპატიჟე და სამი 140 ლარიანი ბილეთი ვიყიდე. ასარჩევში ვეცადე ისეთი ადგილი ამერჩია რაც ყველაზე კარგი იყო.
ფოტოზეა ხედი 140 ლარიანი ადგილიდან, რომელზეც არჩევისას არ დაუწერია რომ შეზღუდული მხედველობა იყო:

ამ ვერანდაზე, მთელი თამაში ერთი ვიღაც იდგა და მეორე ეუბნებოდა აქ დგომა არ შეიძლებაო. ფაქტიურად მეორე მხარეს ვერ ვუყურე თამაშს.
სპორტის სასახლე 10 თავით სჯობს ან ნაგებობას. როგორც ჩანს, ჩვენ ქვეყანაში, ბევრი ათეული წლის წინ, უფრო მეტო ცოდნა ჰქონდათ ადამიანებს, თუ როგორ უნდა უყუროს სხვა ადამიანმებმა სპორტს, ვიდრე ახლა
ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ვარ!
ერთი სიტყვით, კარგი შანსი გვქონდა რომ განვვითარებულიყავით, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი, ეს შანსიც ვერ გამოვიყენეთ და ვიღაცეების ჯიბეში წავიდა რაღაცეები.
This post has been edited by Entoz on 8 Sep 2022, 14:35