რაებს წერთ ხალხო
გოგა საერთოდ გიჟი ყოფილა და შერმა ჩმორი, რომელსაც 20 წლის ბავშვი დასცინის
პლეიოფში 2017 ის და 2015 ის ნაკრებები ვერ გავიდნენ და ამ ნაკრებს რატო ვთხოვდით აპრიორი გასვლას ვერ ვხვდები
ესპანეთთან მოგებამ მოგვცა დიდი მუხტი და მერე მამუ/გოგას დამატებამ.. მაგრამ თოკა დაგვაკლდა და ამან ყველაფერი გაანეიტრალა
ჩემი აზრით რა უნდა გაკეთდეს:
მსოფლიოს შესარჩევი ორი ფანჯარა უნდა ჩაამთავროა ზუროსმა და დიდი მადლობებით დავემშვიდობოთ.
შემდეგი წლისთვის ვიშოვოთ გამთამაშებელი, და არა ფულ აფ შუთერი, რომელიც მთელ თამაშს კლავს
თუნდაც კენდრიკ პერის სტილის, რომელიც ფიზიკურად ძლიერი იქნება და დაცვაში დაიხარჯება და ამავდროულად თამაშს წაიყვანს
ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაკეთდეს 1 გუნდი მაინც, რომელშიც ჩაიდება ფული და სადაც გაერთიანდება ნაკრების ადგილობრივი ბირთვი. ფაქტია ზუროსს ტოპ კლუბები არ იკარებენ და აქ შეიძლება გადმოყვანა. ამ გუნდმა უნდა დაიწყოს ევროტურნირებში მონაწილეობა და მთელი წელი შეინარჩუნოს ფორმა. რავიცი ამდენი მილიონერი კალათბურთელი გვყავს რომლებიც ფედერაციაში მუშაობენ და ამ მხრივ რამეს იზამენ იმედია.
შემდეგი წლისთვის უნდა გამოიცადოს ყველა კოლეჯელი, ვისაც სურვილი აქვს აქ თამაშის და შეიკრას ახალი ბირთვი რატის მამუს და გოგას გარშემო.
გუნდში საჭიროა სისტემა, სადაც ტაქტიკას მოთამაშეებს კი არ ვარგებთ, არამედ მოთამაშეები ერგებიან ტაქტიკას.
ესაა კალათბურთი და არა ის რაც ბოლო 1 თვეში ვნახეთ.
გუნდს უნდა ჰქონდეს სტილი, დამახადიათებელი სეტები, რომლებსაც თვალდახუჭული უნდა აკეთდებდეს ყველა. ფიზიკურ მომზადებაზე და სროლაში მომატებაზე არაფერს ვამბობ.
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ასაკობრივ ლიგებს, და მუდმივად გამოიცადონ ახალი მოთამაშეები.
რთულია, მაგრამ ეს გზაა გასავლელი.
ზაზას თაობამ ნიჭით და მონდომებით, გუნდი ევროპის 12 გუნდში შეიყვანა და რამდენიმე წელი გააჩერა იქ. ეხა ჯერი ახალ თაობაზეა.
პ.ს ესეც ზუსტად 10 წლის წინანდელი ფოტო ხასიათისთვის
ლატვიასთან თამაშის მერე, როცა 2013 ის ევრობასკეტზე გავედით
This post has been edited by იაგანა_Godfather on 9 Sep 2022, 00:01