
3 წლიანი გააფორმაო სადღაც წავიკითხე, არა ?
* * *
[ძიუდო] მორიგი საერთაშორისო ტურნირი თბილისში! ...მაგრამ რჩება პრობლემა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ვერ გადავჭერით!..
03:34 2022.11.29
ავტორი
ირაკლი თავაძე
გაისად ქართულ ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში კიდევ ერთი ტურნირი დაემატება - 19-30 აპრილს თბილისში ჭაბუკთა ევროპის თასი გაიმართება, რასაც მყისვე მოჰყვება 3-დღიანი ტრადიციული ერთობლივი ვარჯიშები. მისი მონაწილენი აქედან აზერბაიჯანში გადაინაცვლებენ, სადაც ქალაქ გიოგოლში ჩატარდება ანალოგიური ტურნირი, თუმცა იქ ერთობლივი შეკრება არაა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში ეს მეორე ქართული ტურნირია: როგორც იცით, უკვე მეორე ოლიმპიური ციკლია, საქართველო ერთ-ერთ პრესტიჟულ შეჯიბრებას - "დიდ მუზარადს" ("გრანდ სლემი") მასპინძლობს, თუმცა ეს ამ სტატუსითაა 2 ოლიმპიური ციკლი, თორემ მას გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს და ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტურნირია.
გაისად ის ისევ ჩვეულ ვადაში, 24-26 მარტს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ წლეულს მისი მარტში გამართვა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა და ივნისში გადაიტანეს ასევე გაუქმებული გერმანული შეჯიბრების ნაცვლად.
ქართული ძიუდო ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო რანგის შეჯიბრებათა მასპინძლობას და უთუოდ მისასალმებელია საერთაშორისო კალენდარში მათი მომრავლება. თუმცა აქ ისევ და ისევ ინფრასტრუქტურის პრობლემაა - ჭაბუკების და ახალგაზრდების შეჯიბრებებისთვის სამყოფი დარბაზები კიდევ ჰო, მაგრამ უფროსთა ტურნირებისთვის საჭირო არენები კი დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით - პირველხარისხოვანი შეჯიბრებებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვრჩებით ქვეყნად, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ერთი ნორმალური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დარბაზი ვერ ააშენა.
http://lelo.ge/article/%E1%83%AB%E1%83%98%...E1%83%94-39627/როგორც ჩანს და არამგონია უკვე ვინმეს გაუკვირდეს, ეს ახალი სპორტის სასახლეც ვერ ქაჩავს მსოფლიო / ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობამდე ძიუდოში ?
არადა, მულტიფუნქციურიო ამბობდნენ, აქაც იწერებოდა.
ეჰ ... რა გვეშველება