წავიკითხე კომენტარები და მეც დავწერ ჩემს აზრზს.
ჯინჭარაძე და ბურჯანაძე პარკეტზე ყავდა დაცვისთვის.
ბუნებრივია ასეთ კალათბურთელებს შეტევაში ცარიელს ხშირად ტოვებენ და რომ ვერ აგდებენ მერე რჩება შთაბეჭდილება რომ ტყუილად არიან პარკეტზე, მაგრამ არაა მთლად მასე
ბექაურს რატომ არ მისცა პირველ ნახევარში შანსი არ ვიცი, ყველა წინა თამაშში როცა შანსი მიეცა, მაგრად ითამაშა დაცვაში. დღეს სანამ ბოლომდე არ დარწმუნა რომ შერმას თამაში აღარ შეიძლებოდა, საერთოდ არ მისცა შანსი. მერეც, ბურჯანაძის მაგივრად ბექაურს მივცემდი მე მეტ დროს.
ბუ იმაზე უკეთ თამაშობს ვიდრე თავიდან ვიფიქრებდი, ამიტომ მაგაზე აუგს ვერ ვიტყვი. ინსტინქტის დონეზე აქვს გამთამაშებლობა ამიტომ კლასის ხარჯზე მაინც ახერხებს მაღალ დონეზე თამაშს

რატიზე ეხლა უკვე რთულია გაკრიტიკება, ვერ არის გუნდთან შეთამაშებული და ახლა უკვე უფრო დიდი როლის მიცემას აზრი აღარ აქვს. შეიძლება ამხანაგურებში რომ მასზე მეტი აქცენტი გაკეთებულიყო, ეხლა შეიძლებოდა უკეთ გვქონოდა საქმე, შეიძლება - არა. მაგას აწი ვეღარ გავიგებთ

დუდა არ იყო ცუდი. ეხლა უკვე მაგის როლიც ძირითადად დაცვაა მაგრამ ზედა ორისგან განსხვავებით მთლად ცარიელს ვერ დატოვებ შეტევაში. მეორე ნახევარში კარგად გაიბრწყინა 1-2 მომენტში.
ტადი უნდა იყოს ძირითადად 2 ნომერი, "დაჭერა-და-სროლა". ათასში ერთხელ როცა შეტევა არ გამოგვდის შეიძლება ბურთის მიცემა რომ რამე ქნას, მაგრამ როგორც ეხლა გვაქვს შეტევების დიდი ნაწილი რომ ტედმა რამე ქნას, არ შეიძლება.
მამუზეა ეხლა მთავარი იმედები. გუშინ ძალიან მაგარი იყო და უფრო მეტად უნდა დატვირთულიყო. გარბენების კეთებას თუ მოუკლებს ოქრო იქნება.
გოგა არის ნაკრების ლიდერი ეხლა, ეს უკვე ყველამ ვიცით. შეტევაში შეიძლება წაუვიდეს თამაში, შეიძლება -- არა, მაგრამ მაგის მიუხედავად დაცვაში მაინც მონსტრია.
გოგათი და გოგას გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია.
ზუროსზე ნეიტრალურად ვარ ეხლა განწყობილი. ჩემი აზრით უკეთესი კალათბურთის თამაში შეიძლება იმითაც, რაც გვაქვს.
ფედერაცია პრეზიდენტიან დამლაგებლიანად მთლიანად დასაფერთხია. არაფერი არ გაკეთებულა კარგად ამ ევრობასკეტისთვის.
ახალგაზრდულებში რა ხდება ყველამ ვიცით. მომავლის იმედიც საერთოდ არ არის.