მეგობრებო, ნეაპოლი მართლაც არ არის ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქი.
რამდენიმე წლის წინ საერთოდ გაფიცვასავით იყო, საკრებულო მერიებში გაუგებრობა და რამდენიმე კვირა არ გაქონდათ ნაგავი,
აყროლდა ყველაფერი ირგვლივ.
ანუ ნეაპოლი არასდროს ყოფილა მიუნხენი კი არა, რომიც კი - სისუფთავის მხრივ.
როდესაც ამბობენ რომ ნეაპოლი ლამაზი/მაგარი ქალაქია, არასდროს გულისხმობენ რომ მიუნხენი ან მითუმეტეს დუბაია ხო?
კაცია და გუნება, ვის რა მოსწონს, უბრალოდ ნეაპოლი არის ნაღდი ადამიანებით დასახლებული, ქოთ-ქოთა, ცოტა ძველმოდური მაგრამ ძალიან სახასიათო და მაგ მხრივ ლამაზი, კოლორიტული ქალაქი.
პარიზი, ჩემი აზრით, უბრალოდ ყველაზე მაგარი ქალაქია ევროპაში (ყველგან არ ვყოფილვარ რა თქმა უნდა), ამგრამ ვირთხები მანდ რომ მინახავს, იმდენი არსად.
ამის მიუხედავად, ანუ, ვირთხების გამო პარიზის დაწუნება რავი, ე.ი. არ გესმის საერთოდ რასთან გაქვს საქმე.
ნეაპოლი ნაგვის გამო რო დაიწუნო, იგივეა რა. ბევრი ნაგავი არავის არსად სიამოვნებს, მაგაზე არაა, უბრალოდ ეგ არაა მთავარი ნეაპოლში.
ეგ საერთოდ არაა მთავარი.
წელს გამიმართლა და აღმოვჩნდი კატანიაში.
ნუ ახლა. კატანია კიდევ უფრო ღრმა პროვინციაა ვიდრე ნეაპოლი.
გაქანებული სიცილია.
მომეჩვენა რომ გენდერულ ამბავში, ქალების ჩაცმულობა და უფლებები, ნუ უფლებები რა, კანონი კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევა ანუ,
ჩვენზე ბეეევრად უკან არიან.
ხოდა
ყველაფერს ველოდი, მარა უბანში საღამოს მეზობლები რომ გამოვიდნენ გარეთ, სკამები გამოიტანეს და ბირჟა გამართეს,
ნაღდი აგვისტოს ქუთეისი სიმონ. მოხუცები და მოტოიანი ახალგაზრდები, ბაღნები და ნაშები ყველანი ერთად ყოველ საღამოს ისხდნენ და განიხილავდნენ ყველაფერს საერთოდ.
ხოდა ჩემთვის ეგაა ხოლმე "ლამაზი" ქალაქი, რომ ამჟღავნებს ასე თავის ბუნებას, კატანიაში გამოფენილი სარეცხი მელამაზა მაგალითად,
მილანში მაგაზე ჯარიმაა და ნუ ისეთ ქალაქად ჩამოყალიბდა, ეგრეც უნდა იყოს.
გაუმარჯოს მრავალფეროვნებას, გაუმარჯოს ნეაპოლს.
ნეაპოლი არის ქუთაისი რა, იუმორით და კი ბატონო, კრიმინალით სავსე ქალაქი, ოღონდ, სიცოცხლით სავსე, ხალხი დადის და მღერის თავისთვის.,
კრიმინალებიც მათ შორის.
რაც შეეხება არქიტექტურულ და ეგეთ სილამაზეებს,
ნეაპოლი გაძეძგილია,
დანახვა უნდა უბრალოდ,
დიდი გაწაფული თვალიც არ ჭირდება.
უბრალოდ რავი, ესე "ნასწავლი" არ უნდა გქონდეს სილამაზე, და არ უნდა გეგონოს რო ყველაფერი რაც სანკტ-პეტერბურგს გავს ლამაზია,
და რაც არ გავს, არაა ლამაზი

ან რაც ბრწყინავს და ელვარებს როგორც ფილმებში, ისეთი უნდა იყოს პარიზიც და ა.შ.