პოსტი ამ ფრაგმენტით უნდა დამემთავრებინა, მაგრამ აქ იდოს.

კვარას თამაშისთვის რომ მეყურებინა, გუშინ ძალიან მაგარი ადგილიდან და სუფრიდან გამოვიპარე. კატასტროფული პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩას შეცვლაში იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ორგანიზმზე აღარ ვიძალადე და დავიძინე.
დილით კომენტარებს გავეცანი და თურმე კვარას მეორე ტაიმი უკეთესად უთამაშია, რაც, სავარაუდოდ, სათამაშო პოზიციის ცვლილებასა და მიუხედავად პირველ ტაიმში ნაჩვენები ხარისხისა, მოედანზე მის დატოვებაშიც გამოიხატა. რაც, ასევე სავარაუდოდ, იმასაც მიუთითებს, რომ ცუდი თამაშის მიუხედავად სპალო ხვიჩას კი არ სჯის (სკამზე სვამს) არამედ პრობლემის გადაჭრას ცდილობს, რაც კვლავ ასევე, სავარაუდოდ, მის კარგ მწვრთნელობასა და ფსიქოლოგობაზეც მიუთითებს.
Tengiz@@რადგან წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემაა, განვმარტავ.
ციტატაში საკვანძო სიტყვაა "თუ".
როცა ფეხბურთელი ბურთს ვერ აჩერებს, უამრავჯერ კარგავს, თამაშს ვერ ამწვავებს და მისი მეტ-ნაკლებად ტექნიკურად ნირმალურად შესრულებული ქმედება უკან გაკეთებული პასია, მას ნაპოლი კი არა საჩხერის ჩიხურაც გაბენჩავს.
გუშინდელ პირველ ტაიმში ხვიჩა იყო კატასტროფა.
არა და, არც ანთალიაში ჩატარებულ თამაშებში გამოუჩენია თავი.
ჯანდაბას თურქეთში ჩატარებული მატჩები, მარტო გუშინდელი პირველი ტაიმით თუ მივმსჯელებთ (შეგახსენებთ მეორე ტაიმი არ მინახავს) ვერანაირი პროგრესი მის თამაშში ვერ დავინახე, უფრო პირიქით, რაღაც შებოჭილი თამაშობდა. არანაირი დრიბლინგი და ფანტაზია არ ჩანდა და თუ მაინც რამეს ცდილობდა, ადვილად ანეიტრალებდნენ.
თითქოს სადღაც ეს უკვე ნანახი მქონდა და გამახსენდა.
რუბინში ჩატარებული ფენომენალური პირველი სეზონის ბოლოს, ხვიჩამ ტრავმა მიიღო, რომლის მერე ფორმაში შესვლა საწყის კონდიციამდე მისვლა ვერაფრით შეძლო. ვიღაც პეტროვები, ივანოვები და სიდოროვები ადვილად უმკლავდებობდნენ და მის გენიალურობაზე საუბარმა მკვეთრად იკლო. ასევე შემცირდა მისი სატრანფერო ფასი.
დღეს რომ გვიხარია ჩაკვეს ფასმა 200 000-ით მოიმატაო, ხვიჩას შემცირებული სატრანფერო ღირებულება მომატებულ ფასიან ჩაკვეზე მეტი იყო (3 მილიონი ევრო). კვარა საქართველოში აბსოლუტურად რწმენა დაკარგულ ფეხბურთელად დაბრუნდა (ნუ მე ასე ვთვლიდი). ბათუმის დინამოში და ნაკრებში გატანილმა გოლებმა ის ფსიქოლოგიურად კვლავ მოაძლიერა და სწორედ ასეთ მდგომარეობაში შეუერთდა ნაპოლის.
ნაპოლის წინა პრესეზონზე, ხვიჩა გუნდში საუკეთესო რომ იყო და გოლებს გოლებზე რომ იტანდა, მაშინ თავს არ ზოგავდა და ახლა ფეხებს უფრთხილდება და მხოლოდ ინტერთან თამაშზე ფიქრობს?
აქ ასეთმა მოსაზრებამაც გაიჟღერა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები.
სხვა რაღაცაშია საქმე.
მე არ ვიცი კვარას ფორმის აღდგენა რამდენი ხანი გაგრძელდება და გახდება თუ არა სპალო ხვიჩასთვის მეორე ვაისი, მაგრამ იმის კი მჯერა, რომ დროზე თუ არ დაუბრუნდა იმ კონდიციებს რითაც თავი შეგვაყვარა, არც პრესა, არც გულშემატკივარი და სავარაუდოდ, ალბათ, არც სპალეტი დიდხანს არ აცლის და შესაძლოა მართლა გაიბენჩოს.
დავუბრუნდები ციტატაში მოყვანილ მთავარ სიტყვა "თუ"-ს, რაც თურმოებითი ფორმის მიმართვაა და ძალიან განსხვავდება მტკიცებულებითი ფორმისგან.
ყველაფერი თუ ისე მოხდა, როგორც დავწერე, რატომ იქნება გასაკვირი მისი გაბენჩვა, გაუგებარია?
და რატომ არის სისულელე სხვებთან ერთად ამ ვარიანტის განხილვაც?
მით უფრო, რომ რეალობად თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს მყოფი ხვიჩა გვყავს.
რა იქნება მომავალში, ამას ყველა ვნახავთ.
იმედია, სპალო და ხვიჩა ერთად და რაც მთავარია დროულად შეძლებენ თავსატეხის გასაღების პოვნას.
ეჰ, კვირა დილას, მსუბუქი ნაბახუსევის ფონზე რას არ დააწერინებთ ადამიანს.
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...