საკმარისია ხვიჩას მიმართ რაიმე კრიტიკული დაწერო, ზოგიერთ უზერს, ან ბოღმის ბუკეტი გონიხარ, ან ღვარძლის წყარო...
თუ მასეა, გააკეთეთ თემა, სადაც შესაძლებელი იქნება კვარას გაკრიტიკება, აქ კი ისინი დარჩით, ვისაც სადღეგრძელოების მოსმენა გიყვართ.
სექტად ყალიბდებით, ბლიადომ ბუდუ...
ან კიდევ, რომ უკიჟინებთ, ჯერ ქებით ცაში აგყავთ და მერე მიწაში დებთო.
ბჯო, ყველა ერთნაირი ხომ არ არის, ამის დედა ვატირე?
ზოგს წარმატება სხვებზე მეტად ახარებს და ზოგიც წარუმატებლობასაც სხვებზე მეტად განიცდის.
რობოტები ხომ არ ვართ ერთნაირად შაბლონური და უემოციო ტექსტები ვფლოსტოთ?
რაც შეეხება ხვიჩას.
ვფიქრობ რომ მას უფრო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
აბა ვარჯიშზე თუ ყველაფეს ანგრევს, თამაშზე რა ჯანდაბა ემართება? ფორმაში შეუსვლელი კაცი ხომ ვარჯიშებზეც იჯახირებს?
ის რომ თავს ფსიქოლოგიურად კარგად ვერ გრძნობს, პოლიტანოსთვის მენალტის დარტყმის უფლების მიცემაც ადასტურებს.
ამიტომ, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება თუ იუვესთან სკამიდან დაიწყებს, იქნებ მეორე ტაიმში შედარებით გადაღლილ მცველებთან მაინც გაიბრწყინოს.
ჰო, და კიდევ.
სპალო, სლუცკი და ვაისი არ გეგონოთ, ხვიჩას არ აქვს კარგად ათამაშების ლოდინის უსასრულობის ლიმიტი...
This post has been edited by VoK on 9 Jan 2023, 11:30
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...