პირველი ბარსა რაც მახსოვს, XX-XI საუკუნეების მიჯნაზე, ჰოლანდიის ნაკრები იყო ფაქტიურად

კარში ჰესპი რო ედგათ, საშინელი მეკარე იყო

დე ბურები, რაიციგერი, ბოგარდი, კოკუ, ზენდენი, კლუივერტი, ოვერმარსი...
და ძაან ჩაბანძებული იყო, მიკვირდა ხოლმე ამას როგორ ქომაგობენ მეთქი...
ლივერპულიც ძაან ჩაბანძებული იყო, ლივერპულის ქომაგებისაც მიკვირდა...
სულ TOP-ებში რო არიან, რეალი და ბაიერნია მარტო ეგეთი...
სხვა კლუბებს ჩავარდნები და აღმასვლები აქვთ...
მილანი რა დღეშიცაა, XXI საუკუნის დასაწყისში ვინ იფიქრებდა მაგას...
ან მანჩესტერ იუნაიტედი...
მე იუვეს ქომაგობით დავიწყე ფეხბურთის ყურება, XX საუკუნის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალებით...
კალჩოპოლის მერე დაერხათ, იყო დრო მატრის და ამაურის იმედზე რო ვიყავით იუვეს ქომაგები...
მერე ისევ აღსდგა ფენიქსივით, ცხრა მოგებული სერია A და ლიგის ფინალები.
ეხლა ისევ დაღმასვლა...
და ზემოთ როგორც დავწერე, რეალი და ბაიერნია, რომლებთან შეხვედრაშიც ფავორიტი არასდროს არავინ არ არის ხოლმე

ხვიჩას რაც შეეხება, ნაპოლი იდეალური გუნდია ეხლა იმიტომ, რომ ეგრევე ლიდერად იქცა...
ბაიერნშიც ძაან მაგრად ითამაშებდა, სანამ ნაპოლიში გადავიდოდა, ბვაიერნი მინდოდა ხვიჩასთვის, იდეალური გუნდი იქნებოდა...
მაგრამ ნაპოლიც არაა საშუალო გუნდი, მარტო იმიტომ, რომ მარადონა თამაშობდა და მაქედან თუ გადავა, რეალში უნდა გადავიდეს პირველ რიგში...
ბაიერნიც შეიძლება, უბრალოდ ბაიერნი არასდროს არ იხდის ფეხბურთელში იმდენს, რაც ხვიჩა ეღირება...
მიუხედავად იმისა, რომ რეალი ყველაზე საძულველი გუნდია ჩემთვის, რეალის იქით აღარ არსებობს არაფერი, რა გუნდშიც არ უნდა იყო, რეალში გადსასვლა ერთი ნაბიჯით წინსვლაა...
მინუსი ისაა, რომ სხვა კლუბებში თუ გაგაღმერთებენ, რეალში კიდიათ ღვაწლმისილი ფეხბურთელები, სამეფო კლუბია და ფეხბურთელები უბრალოდ მსახურები არიან

მაგრამ რეალზე არ უნდა თქვა უარი, როცა მაგის შანსი გაქვს...
და მითუმეტეს მაშინ, როცა ბავშვობიდან რეალის ქომაგი ხარ...
This post has been edited by 20071987 on 18 Jan 2023, 13:07