ღმერთმა არ ქნას

თან დიდი ფეხბურთელები და თან მგონი ყველაზე მკვდარი ეპოქა ფეხბურთის ბოლო სამ დეკადაში (მანამდე არ ვიცი).
ძაან მოსაწყენი იყო ეს წლები - მესი და რონალდო, ბარსა და რეალი...
ან ერთი იგებდა ოქროს ბურთს ან მეორე...
მესი-რონალდოს ეპოქის შემდეგ ერთი მბაპეა განსაკუთრებული ფეხბურთელი, სხვებზე მაღლა რო დგას ისე, როგორც მესი-რონალდო იდგნენ...
იმის შანსებიც არის რომ მბაპე ახალი მესი გახდეს და ჰალანდი ახალი რონალდო...
ისევ ერთი ვარსკვლავის დომინირებისკენ თუ წავიდა ეს ეპოქაც, მბაპეს ალბათ ჰალანდი ეყოლება კონკურენტად.
და ფეხბურთისთვის ჯობია XXI საუკუნის დასაწყისის ვარსკვლავებით გადაჭედილი ფეხბურთი წავიდეს, ყველა ტოპ კლუბს სუპერვარსკვლავები რო ყავდა გუნდში.
ერთ წელს რონალდო იგებდა ოქროს ბურთს, მეორე წელს ზიდანი, მესამე წელს რივალდო, მეოთხე წელს ფიგუ... შევჩენკო, კაკა, ნედვედი... იქ ოუენიც და კანავაროც გამოერივნენ,,,
სულ სხვადასხვა კლუბის ვარსკვლავები...
და ბოლოს მართლაც რომ გაუფერულდა ფეხბურთი მესი-რონალდოს ორმეფობით,,,
მარტო ერთ შემთხვევაში იქნება მისაღები მსგავსი ერთფეროვნება - შემდეგი მესი-რონალდოს ეპოქის შემდეგ მბაპე-ხვიჩას ეპოქა თუ დაიწყება
This post has been edited by Tangie on 6 Feb 2023, 19:05