იტალიურ CalcioNapoli24-თან ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს მეორე ნაწილი გამოქვეყნდა, სადაც ის საინტერესო საკითხებზე საუბრობს:
„კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, თავის უნიკალური სტილით. ის არავის მსგავსი არაა. ჩემთვის ხვიჩა პირველი ნომერია“
„რუბინში“ ყოფნის დროს პირველი გუნდი, რომელმაც ინტერესი გამოიჩინა „იუვენტუსი“ იყო პარატიჩისთან ერთად და რა თქმა უნდა, „ნაპოლიც.“ შემდეგ ჯუნტოლიმ და მიჩელიმ ყველაფერი გააკეთეს, რომ ის „ლურჯი“ გამხდარიყო. ბადრის ვესაუბრე და ვურჩიე, რომ „ნაპოლის“ შემოთავაზებას დათანხმებულიყო“
„სპალეტის იქ ყოფნა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის სხვა მოთამაშეების განვითარებაში ძალიან კარგია. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას სათამაშო სტილის გათვალისწინებით, სრულყოფილი ვარიანტი იყო. ჩვენთვის ოცნება იყო ის, რომ მისი თამაში „მარადონას“ სახელობის სტადიონზე გვენახა, იმ გუნდში, რომელიც მარადონას ეკუთვნოდა ყველაზე მეტად“
„კვარა ოსიმენს შესანიშნავად ეწყობა, თუმცა „ნაპოლიში“ გადმოსვლის პირველივე დღიდან, მას ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით ანგისასთან და დი ლორენცოსთან. კაპიტანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ხვიჩას ადაპტაციაში. ის ჭეშმარიტი კაპიტანია“
„2 თვის წინ ნეაპოლში ვიყავი და კვარაცხელიას ვესაუბრე. კვარაცხელიას ოჯახი, ისევე როგორც სხვა ქართული ოჯახები „ნაპოლის“ გულშემატკივრობენ. მხოლოდ იმის თქმაც კმარა, რომ საქართველო ცდილობს თბილი-ნეაპოლის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნას“
„77 ნომერი მე ავირჩიე, რადგან როგორც ამბობენ, მას იღბალი მოაქვს. კვარაცხელიას 7-იანი უყვარს, ასე რომ, გადავწყვიტეთ გაგვეორმაგებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვან გვერდებს ჩაწერს“
„მის ამჟამინდელ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ დევს. მის მომავალზე საუბარი არ იქნება სწორი, თუმცა გეტყვით, რომ დღეს არ არსებობს შანსი, რომ მან ნეაპოლი დატოვოს. ფასი? ის დღეს შეუფასებელია“ - განაცხადა ჯუღელმა
22-ში კვარას დაბ დღეზე ჩასული იაშვილი და სანიოლი
This post has been edited by FERREBOY on 16 Feb 2023, 20:58