მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს:
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, ამოქმედდა სატრანსპორტო რეგულაციები:
15 თებერვლიდან - 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.
15 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე - კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.
16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.
შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო - 09:00-დან 18:00 საათამდე.
გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში:
სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან);
25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს;
მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე.
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე:
რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე;
დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე.
გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში.
არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება:
სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე;
ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით
პირველ გზაჯვარედინამდე;
დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.
ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია
საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი
ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა.
* * *
საზეიმო გახსნის ტრანსლირება 1 არხს ექნება. ტრანსლაციები 1-ლი არხის, ევრონიუს ჯორჯიას, სილქსპორტის და ევროსპორტის არხებზე.
This post has been edited by Cora on 15 Feb 2023, 11:30