GRAZUმოკლედ მსგავს სიტუაციაში ვიყავი ნაპოლი-იუვენტუსის თამაშზე (სხვისთვის მინდოდა ბილეთების ყიდვა)
როგორც მივხვდი ეს ვარიანტებია:
1. ოფიციალური საიტი ბილეთების (ticketone.it)
აქ პრობლემა გარდა რიგისა ისაა, რომ მაგალითად იუვესთან მატჩზე აუცილებელი იყო ფიდელითი ქარდი
2. ვიაგოგო ან ტიკეტმასტერი
პრობლემა უფრო სანდოობაა. ვიღაცამ შეიძლება 1 ბილეთი 10 კაცს მიყიდოს და მიდი და გაიგე მერე რა მოხდება. ნუ ფულს ალბათ დაიბრუნებთ, მაგრამ თამაშს ვერ უყურებთ
3. ტვიტერზე ის ტიპი.
ყველა მაგასთან გიშვებს, თუმცა არ ვიცი რამდენად მარტივად ხდება. არ მიცდია.
4. crocoairways.ge
საბოლოოდ ეს გადავწყვიტეთ. ყველაზე ზუსტი ეს იყო და ამასთან ძვირიც. სხვა პაკეტებიც აქვთ (სასტუმრო, ფრენა) მაგრამ ბილეთი ვიყიდეთ მარტო.
მაგალითისთვის, იუვესთან ღირდა 500 ლარი, ახლა ვუყურებ გაუძვირებიათ ჩათლახებს რომასთან 750 ლარი.
ლიგაზე რას იზავენ არ ვიცი, მაგრამ გაითვალისწინეთ მაინც ეს ვარიანტიც.