ფიფოზე და მის აკადემიაზე (ჩემთვის ეგ დინამოს აკადემია არ არის) ერთსაც დავწერ და ამ საკითხზე აღარ გავრცელდები.
ამ თემაში ძირითადად 2 კატეგორიის ხალხი აქტიურობს.
1. ვინც იცის რა არის საკუთარი კლუბის გულშემატკივრობა.
2. შედარებით ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ეს გრძნობა უცნობია და იძულებულია რეალებს, ბარსელონებს, მანჩესტერებს და სხვა გუნდებს უგულშემატკივროს.
მეორე კატეგორიის ხალხისთვის მართლაც რომ სულერთია დინამო მეცხვარეებთან წააგებს თუ ფოსტალიონებთან, მთავარია მათ გამორჩეული მოთამაშე ყავდეთ, რომელიც თუ რომელიღაც გადამთიელ გუნდში გააგორებს ბურთს ეს უკვე საკმარისია.
უფრო მეტიც, შესაძლოა ისეთ გუნდსაც კი უგულშემატკივრონ, რომელში ქართველს არც არასოდეს უთამაშია და შეიძლება ვერც ვერასოდეს ითამაშოს.
სწორედ მათთვის ვწერ ამ პოსტს და შევეცდები ავხსნა რას განიცდის საკუთარი ქალაქის გუნდის გულშემატკივარი, როცა გუნდი წარმატებულია და კარგად თამაშობს.
მიღებული ემოცია დაახლოებით ისეთია, როგორიც ნაკრების თამაშისას.
ნაკრებში მარტო ხვიჩას ხომ არ ვუყურებთ? ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, იგივე აზაროვის, მამარდაშვილის, კაშიას და ლობჟანიძის მოქმედებები. ნაპოლისგან განსხვავებით, ხვიჩას მოედნიდან გასვლის შემდეგ ნაკრებისადმი ინტერესი სულაც არ მცირდება და ბოლო წუთამდე მდგრადია.
მაგრამ
რამდენი თამაშია აქვს ნაკრებს წელიწადში?
2-3.
გუნდს?
ევროტურნირების გამოკლებით 36.
აი სწორედ 12-ჯერ მეტი სიამოვნების მიღების საშყალებას გვაკლებს ფიფია დინამოს სალობიედ გადაქცევის გამო.
პატარა ვიყავი და მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს მამაჩემს დინამოს დუბლების თამაშებზეც დავყავდი, სადაც 15 000 კაცამდე ყოველთვის გროვდებოდა და სადაც პატარა მიშა მესხის, ფენომენალური გრიშა ცაავას თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. დინამოს დუბლებში ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად მოთამაშე ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, დარასელია და შენგელიაც ბევრჯერ გვინახავს.
აღარაფერს ვამბობ ძირითადის მუდმივად სავსე 75 000-იან ტრიბუნებზე, დიახ მეგობრებო, ამდენ ადამიანს იტევდა ჩვენი სტადიონი რეკონსტრუქციამდე და საერთაშორისო თამაშებზე 90 000 კაციც კი მოსულა.
თუ რა ემოციის მოტანა შეუძლია მსობლიურ გუნდს, კითხეთ ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონს ხვიჩას მოსვლამდეც ავსებდნენ და ხვიჩას წასვლის შემდეგაც, მანამ სანამ ბერიძემ ფიფიაზე უარესი ფიფიობების კეთება არ დაიწყო.
სულ ახლახანს, ეროვნულ სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა მწინააღმდეგე გუნდში თამაშობდა 27 000 მაყურებელი მოვიდა. ესეც იმის დასტურია რა შეუძლია კარგ მოთმაშეს.
დღეს რა ხდება?
არც არაფერი.
ისევ უიმედობა და ქაოსი.
ანუ,
სანამ თქვენ სანაქებო აკადემიაზე გადავალ იმაზე მაინც შევთანხმდეთ, რომ ფიფიას დინამოს წარმატებითვის არც არაფერი გაუკეთებია და მომავალშიც, სავარაუდოდ, არაფერს გააკეთებს.
ამისთვის კიდევ ერთი დიდი მადლობა.
ახლა დავუბრუნდეთ აკადემიას.
ბევრისგან განსხვავებით კარასკო მე არ მიმაჩნია კარგ სპეციალისტად, რადგან ვთვლი, რომ რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს, თავის ქვეყანაში სერიოზული და მოთხოვნადი პროფესიონალი საქართველოში სამუშაოდ არ ჩამოვა.
მაგრამ ჯანდაბას, დავუშვათ მე ვცდები და კარასკო მართლაც უკეთესია ღიპიან და თითზე სასტვენ მოტრიალე ქართველ მწვრთნელებზე.
ის რამდენიმე წელი, რაც ესპანელი ჩვენთან არ იყო და რამაც ახალი კადრების კვალიფიციური ზრდა შეაფერხა, ვისი დამსახურებაა?
მე გავაგდე აკადემიიდან?
მე გამიხდა მისი დაბრუნება სახვეწარი?
მაგარი მენეჯმენტი აქვთ, ჩემმა მზემ.
მოდით განვიხილოთ აკადემიის მიერ გამოშვებული ყველაზე ცნობილი ფეხბურთელების კარიერა.
ასეთი სულ 8 მახსენდება, ასეულობით დანარჩენნი არაფრით განსხვავდევიან ფარცხანაყანების აკადემიის კურსდამთავრებულებისგან.
1. კვარა 2. ზუკა 3. აზარა 4.მამარდა 5. ჩაკვე. 6.კიტე. 7. ლოჩო 8. ლუკა გაგნიძე
პირველ ოთხს სარგებელი არა თუ დინამოსთვის ფიფიასთვისაც არ მოუტანია.
უბრალოდ, აკადემიის მესვეურებმა მათში ნიჭი ვერ დაინახეს და გუნდიდან კონფლიქტით გაუშვეს.
ფეხბურთელად ხვიჩა და ზუკა რუსეთში ჩამოყალიბდნენ, აზარა ბათუმის დინამოში, მამარდა ესპანეთში. მამარდასგან კი მიიღეს 800 კილო ევრო, მაგრამ ასეთი მეკარის პოტენციალს რომ ვერ შეამჩნევ და მისი მთელი ქართული კარიერის განმავლობაში სხვა გუნდში რომ გეყოლება განათხოვრებული ეს რაზე მეტყველებს?
ახლა მეორე ოთხეული განვიხილოთ.
აკადემიაში ისეთს რას ავარჯიშებდნენ, რომ საკმარისი იყო ამ ხალხს ევროპაში მეტნაკლებად სერიოზული დატვირთვები მიეღო ეგრევე ქრონიკულ ტრავმებს იკიდებდნენ და სამედიცინო ლაზარეთის მუდმივი ბინადრები ხდებოდნენ. რის გამოც, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი შესაძლებლობების 70%-ის ჩვენებას თუ ახერხებდნენ.
ცალკე ლუკა გაგნიძეზეც მინდა ვთქვა, რომელიც 18 წლისა 1.5 ლიმონ ევროდ გაიყიდა, რომელსაც თბილისის დინამოშიც კი არ უჩვენების სერიოზული დონე და მოსკოვის დინამოს სკამის ფეხბურთელად იქცა.
ჰო, გამახსენდა, იქნებ მითხათ რა წარმატებას მიაღწია ასევე 18 წლის ასაკში პორტუს მეორე გუნდში გაყიდულმა, მე ვიტყოდი, ხვიჩაზე არანაკლებ ნიჭიერმა გიორგი აბუაშვილმა?
აკადემიის სხვა არაფრით გამორჩეულ მოთამაშებზე წერა არც ღირს.
მაინც ვერ დაგარწმუნეთ, რომ ფიფია არ არის მადლობის თქმის ღირსი?
თუ მასეა, დინამოს ბაზასთან მეც გამახსნევინეთ ძეხვის ქარხანა, მაკეთებინეთ ფული და მიხადეთ მადლობები. წინააღმდეგი სულაც არ ვარ...
This post has been edited by VoK on 7 Mar 2023, 11:06
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...