გოჩოლეიშვილს რაც ვუყურე ეს ორი თამაში, თუ ასე გააგრძელა, კარიერის დასრულებამდე ძირითადში უნდა იდგეს

))
რაღაცნაირად სპინაცოლა გამახსენდა, ნახევარ იტალიის ნაკრებს რომ უდრიდა ევროპის ჩემპიონატზე. აიკლო ფლანგი რასაც ჰქვია. მართლა მაგარი ბიჭი გვეზრდება და იმედია, მალე მოხვდება რომელიმე გრანდში.
ხუთი მცველით და აბურჯანია-კვეკვესკირის მოსეირნე ბალასტი ცენტრით ვერცერთ სერიოზულ გუნდს ვერ მოვუგებთ, ვერცერთი დიდი შესარჩევიდან ვერსად გავალთ. ისევ ერთა ლიგიდან თუ შევძლებთ გაძრომას...
დავითაშვილი ლამის ყოველ მატჩში ამართლებს მეტსახელ ფაფხურას. ნეტავ მაგასაც სპალეტის მსგავსი მწვრთნელი ჰყავდეს, ნაკლებად იფაფხუროს და სწორი ფეხბურთის თამაში ისწავლოს.
ხვიჩა ხვიჩაა, მაგრამ დღეს უფრო მეტს ველოდი მისგან. თუმცა, ისიც მესმის, ნაპოლიში ვინ ჰყავს მწვრთნელად და პარტნიორებად და ნაკრებში ვინ.
სანიოლიც უფრო და უფრო მიცრუებს იმედს. ვერაფერს სწავლობს შეცდომებზე.
იმედია, ეს შესარჩევი დაეხმარება, რომ ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნოს და აქედან თუ ვერა, ერთა ლიგიდან მაინც გაგვიყვანოს.
მოკლედ, ამწუთას ნაკრების გამოკვეთილი სუსტი წერტილია ნახევარდაცვა.
შეიძლება სუსტი მეკარით, სუსტი დაცვით ან სუსტი თავდასხმით დადო შედეგი, მაგრამ როდესაც ნახევარდაცვა, ფაქტობრივად არ გყავს და დაცვასა და თავდასხმას შორის კავშირი მოშლილია, არანაირი პერსპექტივა არ გეჭყანება.
გაგნიძე თუ გააგრძელებს პროგრეს, თუ დროულად გადავა სადმე კარგ ევროპულ კლუბში და სანიოლის ნდობას მოიპოვებს...
კიტეიშვილი თუ უკან მოიტოვებს ტრავმიანობას...
ჩაკვეტაძე თუ მოუმატებს...
წიტაიშვილი თუ ააწყობს საკლუბო კარიერას...
დავითაშვილი უფრო ჭკვიანურად თუ ათამაშდება...
სანიოლს თუ დაემსხვრევა მითი კვეკვესკირი-აბურჯანიას ყოვლისშემძლეობაზე...
მართლა შეიძლება რაღაც კაი გამოითალოს ამ გუნდიდან.
ბევრი თუ-ა, მაგრამ არა შეუძლებელი.