გოლი იშვიათადაა ერთი კაცის ბრალი. უმეტესწილად შეცდომების კასკადი უძღვის წინ.
ჯერ მამარდამ ვერ ამოიტანა ბურთი. თუ ქარი იყო, აუტზე მაინც გადაეგდო. ტაქტიკურად ცოტა ნიტო.
მერე კვეკვემ უყურა ტელევიზორს ახლოდან.
კვირკველია უნდა ამოწეულიყო და დაეორმაგებინა სორლოტი კაშიასთან.
მანდ საკითხავია კაკაბაძეს აზღვევდა, თუ უბრალოდ ვერ მოტვინა ასვლა.

დააკვირდით რამხელა მანძილია ჩვენ ორ შემტევსა და დანარჩენებს შორის.
დააკვირდით რომ ჩვენი 6 კაცი ბურთსა და კარებს შორისაა და მაინც ვერ უშლიან ხელს.
საერთოდ ხუთკაციანი დაცვა სრულიად სხვა ხილია და სხვაგვარ თამაშს მოითხოვს.
შენ რომ გგონია რომ ზონას კეტავ, არადა იმ მომენტში კაცზე უნდა გადახვიდე.
კალათბურთის დაცვას გავს, როტაციებით და ა.შ.
პახოდუ ამ სისტემაში მოწინააღმდეგეს აქვს რიცხობრივი უპირატესობა ცენტრში, რადგან
ჩვენების ტაქტიკური განათლება არაა საკმარისი და საერთოდაც, ნახევარდაცვაში სამი ცენტრალური ნახევარმცველის გარეშე საქართველოს ნაკრები განწირულია ბ კლასის გუნდებთან, რადგან არ გვყავს კლასიკური ბოქს-2-ბოქსები. ორი იყო და ერთი ხრუსტალია (კიტე) და მეორემ სუფთად შემტევი ნახევარმცველობა მოინდომა და ძლიერი მხარეები დაკარგა უცებ (ასე იყო გვილია ლეგიაში ბოლო პერიოდი).
ჩვენი ცენტრალური ნახევარმცველები რომ ავიღოთ:
1. გვყავს ორი ბაჯბაჯა (ოღონდ კერძევაძე არა), რომლებიც 1987 წლის დინამოშიც ვერ იქნებოდნენ სასტავში.
2. დაცვაში უბრალოდ პოზიციის დამჭერი ჩაკვე, ანუ ცენტრალურ სამკუთხედში წინ თუ ათამაშებ, უკან აბუზე მაგარი პიზდეცია.
3. ხრუსტალი კიტე
4. ძლივს გუნდ ნაპოვნი გვილია
5. გაგნიძე, რომელსაც მწვანიოლი ბაჯბაჯებს ამჯობინებს
6. საერთაშორისო პენსიაზე გასტუმრებული ჯაბა
ჯაბას თუ არ მოაბრუნებენ, მაშინ კიტე და გაგნიძე (მეტი არაა ჩემი მტერი) + გვილიამ თუ ფორმა აკრიფა = ესაა სამეული.
მეორე ნომრით თამაშისას თამაშისას 4-3-2-1
კაკაბა - კაშო - ხოჭო/ლოჩო - გოჩოლეიშვილი
---------- გვილია - გაგნიძე - კიტე ------------
წიტა/ბლონდინი --------------------------------- ხვიჩა
------------------ ჟორჟი / ბუდულაი -------------------
პირველ ნომერზე 4-2-3-1:
კაკაბა - კაშია - ხოჭო/ლოჩო - გოჩოლეიშვილი
------------- გაგნიძე -------- კიტე--------------------
წიტა/ზურიკო/ბლონდინი --- ჩაკვე ------- ხვიჩა
------------------ ჟორჟი / ბუდულაი ---------------------
ცაიტნოტის დროს, როცა 20 წუთი გრჩება და გასატანია: 3 - 2 - 3 - 2
--------- კაშია - ხოჭო/ლოჩო - გოჩოლეიშვილი
------------- გაგნიძე -------- კიტე--------------------
წიტა/ზურიკო/ბლონდინი --- ჩაკვე ------- ხვიჩა
------------------ ჟორჟი -- ბუდულაი ------------------