რას ვაი-ვიშობთ ვერ ვხვდები. მოიხოდეთ ხალხო! Wake your ego! დღეს რომ მილანი გამწარდება მაგაში ეჭვი რატო შეგაქვთ? ვაიმე ოსიმენი არ არის დაინგრა ქვეყანა? ეს კვარას თემაა.. ნაპოლის თემაში ინერვიულეთ ოსიმენზე. კვარა გაიბრწყინებს დღეს თავისი ახალი გაკრეჭილი თმა-ულვაშით! ))) <3

ის ხომ სხვა პლანეტიდანაა!


La Gazzetta dello Sport დღევანდელ მატჩზე
"კვარაცხელია, მილანის დამარცხებისთვის ნაპოლის მთავარი ჯოკერია..."
როცა შენს სახელსა და გვარს 60 000 ნეაპოლიტანელი ძარღვების დახეთქვამდე ყვირის,
როცა გაღმერთებენ იმ სტადიონზე, რომელზეც ბურთს თვით ფეხბურთის ღმერთი აგორებდა,
როცა „სკუადრა აძურას“ ქვეყანაში ფენომენსა და სრულყოფილ ფეხბურთელს გიწოდებენ,
როცა ნეაპოლის ცაზე შენი ვარსკვლავი ევროპულად კაშკაშებს,
როცა მილიონობით ქართველი „სტადიო მარადონადან“ პირდაპირ ჩართვას კვირიდან კვირამდე სულმოუთქმელად ელის,
როცა შენი ელეგანტური ფინტების წყალობით ერიც და ბერიც ჭუიდან შეიშალა,
როცა შენი გოლების გამო ქართული ფეხბურთი ხელახლა ამოიქოქა,
როცა ათასობით ქართველი ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს იკიდებს და შენი ხათრით ფეხბურთზე სიარულს იწყებს,
როდესაც 3 თვის განმავლობაში სამჯერვე სერია ა–ს საუკეთესო ფეხბურთელი ხდები,
როცა ამ ქვეყნის მოქალაქე დიდსა თუ პატარას გამორჩეულად უყვარხარ,
როცა შენს გამო, შენს ქვეყანას მაგარ ქვეყანას ეძახიან,
ჩვენ, ქართველებს, მადლობის მეტი რა გვეთქმის,
მადლობა, კვარა!