ის, რომ ხვიჩა სეზონის უმეტეს ნაწილს თამაშობს უმაღლესი რანგის ვარსკვლავის დონეზე,
ნიშნავს ავტომატურად იმას რომ მთელი ცხოვრება ასე ითამაშებს ან ამის პოტენციალი აქვს?
სალაჰი, დი მარია, რიბერი, რობენი, ვინისიუს ჟუნიორი ...
ან ამათზე მეტიც...
ეს არის სტავკა ხვიჩაზე? ზოგი რონალდოობას ითხოვს, ზოგმა ახალი მესი, ნუ მარადონობა უკვე აკრული აქვს დიდი ხანია...
ხოდა კითხვა მაქვს... რატომ???
ჩემი აზრით,სწორედ ასეთმა "ულტიმატუმებმა" გამოიწვია ხვიჩას სპადი... პირველ რიგში... თავად თქვა, წნეხია ჩემზეო...
დაანებოს ყველაფერს თავი, აქ საერთოდ არ ჩამოვიდეს, გონება დაიწმინდოს, აღარ უნდა 22 წლის ახალგაზრდას ამდენი წნეხი ვახ...
განვითარდება , და მომდევნო 15 წელი რო ერთი მაგარი ფეხბურთელი იყოს, იშოვოს 100 მილიონი კარიერის მანძილზე, გაიტანოს გოლები გუნდებშიც, ნაკრებშიც, ცოტაა???
არა ძმაუ, აქ რო კითხო ფეხბურთის ისტორიაში უნდა შევიდეს მესის მერე, და ნაპოლის ისტორიაში მარადონას მერე...
ასეთმა მიდგომამ დაღუპა ქინქლაძე გარკვეულწილად, გადაედო ეს მარაზმატიკული დამოკიდებულება მენტალობაში და დაიკიდა ყველაფერი მერე
ხოდა გაეშვას აქაური პიჟამოიანი ბიძი ხალხი თორე ამასაც იგივეს დამართებენ.
წელს როგაიტანა 14 გოლი, გაისად რო 10 გაიტანოს იტყვიან რეგრესი აქვსო
ვითომ სალაჰს და დი მარიას გემოეტრიული პროგრესით გააქვთ ყოველ წელს უფრო მეტი გოლი...