ისე ძაან ცუდი ხალხი ვართ ))
ბოღმა და გესლი ))
გუნდურობა და კაცობა სადღაც ბოლო პლანზეა, პატივმოყვარეობა - პირველზე.
ხვიჩა რო იტალიის ჩემპიონია და ქართველები ნეაპოლში ამაყად დადიან, ოსიმენის დამსახურებაც დიდია მაგაში, მოედანზეც და მოედნის მიღმაც.
ახალი მისული რო იყო ხვიჩა, თანაგუნდელების დამსახურებაა შებოჭილი რო არ თამაშობდა და ერთ-ერთი პირველი ოსიმენი იყო...
გუნდური სპორტია ფეხბურთი და ხვიჩას გუნდელის წარმატება გვწყინს

არ ვიცით ქართველებმა ძმაკაცობა, უახლოესი ძმაკაცი უკეთეს პონტში რო გაიჩითოს, ეგრევე შური იჩენს თავს.
თუნდაც UFC ავიღოთ, მერაბა როა დვალიშვილი.
ტიპი #1-რეიტინგში, ჩემპიონი მაგის ძმაკაცია და იძახის ძმები ვართო, ამის დამსახურებაა აქ რო ვარ ეხლა და ჩემ ძმას არ ვეჩხუბებიო და სასტავი აგინებს სტერლინგს და ჩხუბებში მაგის მოწინააღმდეგეებს ქომაგობენ, მერაბა გახდეს ჩემპიონიო.
და ორივეს აჯვანენ - სტერლინგს იმაზე რო ეგ რა ძმაკაცობააო და მერაბას იმაზე - კაცობას სპორტზე წინ რატო აყენებსო...
არა ძმაო, ქართველი ძმაკაცი ძაან ისეთი პონტია.
თუ გიჭირს დაგიდგება მხარში, დედა თუ გაქვს მო###ული, უფრო დაგიდგება, მაგრამ თუ მაგ ძმაკაცზე საკაიფოდ ხარ, ნეტა დედა მოე###ასო იფიქრებს...
გამონაკლისებიც არიან, მაგალითად თვითონ მერაბა... ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რაც დავწერე მასეა...
მჯერა რომ ხვიჩაც გამონაკლისია და ოსიმენის გოლები არ წყინს.
მთავარი ადამიანობაა ძმატცი
Mens sana in corpore sano...