საშინაო დავალება კვარასთვის მომავალი სეზონის წინ:
1. ფიზიკურად მომძლავრება. სადღაც 60 წუთის შემდეგ უკვე ეტყობა ხოლმე დაღლა და ფაქტობრივად, ვეღარაფერს ქმნის სასარგებლოს.
ხშირად ვაგინებთ სპალეტის რატომ ცვლისო ნაადრევად, მაგრამ ლოგიკურია, რომ დაღლილი მოთამაშე გუნდს ვერ ყვება ტემპში.
2. უბურთოდ თამაშის გაუმჯობესება. უფრო უკეთ უნდა გაეხსნას ხოლმე თანაგუნდელებს, უფრო მეტად უნდა შეიწიოს ცენტრისკენ. აუტის ხაზზე აწებებული კვარა ყველაზე მეტად გაშიფრულია და ყველაზე ნაკლებადაა სახიფათო.
3. პენალტების დარტყმა (მომავალ სეზონშიც თუ ანდეს). ძირითადად მარჯვნივ ურტყამს პენალტებს. მარცხნივაც უნდა დაარტყას, დარტყმამდე თავის აწევა და მეკარის რეაქციაზე დაკვირვებაც არ იქნება ცუდი.
პენალტებზე მეკარეების უმეტესობა დარტყმამდე ხტება.
მარიო რუი თუ დააცდის ხილმე, ჯარიმების დახვეწაც კარგი იქნებოდა.

შეუძლია ჯარიმების მინიმუმ, მარიო რუიზე უკეთ დარტყმა.
4. კარში დარტყმის ხარისხის გაუმჯობესება. ამ სეზონში რამდენიმე გოლზე გაუმართლა, სუსტად დაარტყა და გავიდა. სამაგიეროდ, ბევრი ბურთი ვერ გაიტანა ძალიან კარგი პოზიციიდან.
5. ტექნიკური არსენალის ცოტა კიდევ გამრავალფეროვნება. პრინციპში, რა ფინტებსაც სრულყოფილად ფლობს ეგეც საკმარისია, მაგრამ ყოველი ახალი ფინტით კიდევ უფრო მკვლელი გახდება.
6. დაცვაში თამაშის გაუმჯობესება. მისი ძირითადი საქმე შეტევაა, მაგრამ დაცვით ფაზაში და პრესინგში უფრო უკეთესი მინდა იყოს. სპალეტიც ჩემს აზრზეა

მოკლედ, ამ კომპონენტებს თუ დახვეწს, იქნება დედისმდღვნელი ფეხბურთელი და ოქროს ბურთსაც მოიგებს. თუ ვერა, დარჩება ისეთ არასტაბილურ ფეხბურთელად, როგორიც იყო რუსეთში და წლეულს ნაპოლიში.