ვახ
და სხვა ქართველი ფორვარდები რამდენი წლისები არიან გაქვს ნანახი?

რომელია უმცროსი?
მიქაუტაძე გასაგებია, მაგრამ მარტო მაგის იმედზე ვიყოთ? ან მარტო მაგის წინ დაყენებას, აქვს აზრი?
ვოლკოვი სკამს რო შეეჩვია იცი?
ბუდუზე კი დაწერე შენ თვითონ არ დგება სკამიდანო.
ქვილითაიაც ვერ შევიდა ფორმაში.
კაჭარავა ნაკრები კი არა, ტორპედოს ფანებს არ ყოფნით სასაცილოდ.
მეტი ვინ დარჩა? ერთი კვერნაძეა პერსპექტიული და იმასაც პოზიცია ვერ შეურჩიეს ჯერ, რომელი ვინგერი ეგაა? ან თუ გინდა იყოს, 3 გოლი რომ ექნება გატანილი ფეხბურთელს ეროვნულ ლიგაში, გოლს თავი დაანებე საშუალოდ 10 წუთს მიუგდებენ ხოლმე, ესე გვინდა სერია A ში ითამაშოს?

ვინ არის დაინტერესებული კი, მაგრამ მანამდე ჩვენ რას ვაკეთებთ ფეხბურთელების გასაზრდელად, ეს უნდა იწერებოდეს აქ.
20 წლის კი არა, 15 წლის ხალხი თამაშობს უკვე ფეხბურთს, ისეთი დრო მოვიდა. 22 წლის ჩვენი შემტევები უკვე ამთავრებენ კარიერას ან მკვეთრად უკლებენ სისწრაფის და სისხარტის დაკარგვის გამო. რამდენი ერთი ჩამოვთვალო? თქვენც იცით. რისი ბევრი მიზეზიც არის, თუმცა უმთავრესი ენდოკრინული პრობლემებია, ჩვენი კვებიდან გამომდინარე ასევე ხშირი სქოლიოზი.
ეს ამ სეზონის ჰაილაითები, თავით იგებს, გოლი გააქ, პენალტებს იკიდებს, კარში ურტყამს და გოლი გააქ, მეტი რა უნდა ქნას?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ქვედა ლიგაში, მანდ უფრო ძნელია გოლების გატანა. ჯერ რა წერტილებიდან გააქვს, მარტო მაგით უნდა დაინტერესდეს ადამიანი. ორთაბრძოლებშიც მაგარია, მაღალია და ჯანიანი, მაგრად მიხმარება ნახევარდაცვასაც და მიქაუტაძესაც, ასევე სტანდარტებზეა მაგარი.
9 გოლი, კვარაცხელიას 3 სეზონში ჰქონდა, ამას მარტო ამ სეზონში აქვს. თან ზენიტთან, ცსკასთან, მოსკოვის დინამოსთან. ყველაზე კარგ გუნდებთან, მაგათთან კვარას საერთოდ არ აქვს გოლი. როცა კვარა იყო, რთული სათამაშოა და არ გადის გოლები, ესე ვწერდით, ახლა გახდა ###ობა რპლი? რა მოაკლდათ ესეთი? ისევ იგივე მცველები და მეკარეების, იმ გუნდებში, ვისაც გაუტანა ამ ბიჭმა.
მაგდენი გოლი, სირაძეს 4 სეზონში ჰქონდა რუსეთში, რა მერე? სირაძეზე მნიშვნელოვანი გოლები, თქვენს ჯილა არველაძეს აქვს გატანილი თუ რა?
მასეთი სოფლის გუნდიდან ჩამოდიოდა ამისულაშვილი, მაგრამ კალაძეზე მაგრად იდგა და კალაძე ფლანგზე გადაწიეს.
იგივე ეხება გოგუას. თუ არადა ვისაც ახსოვს ნაკრების თამაშები, ელემენტარული გასახსენებელია სამივე ფეხბუთელის როლი ნაკრებში.
ნუ ასათას არ ეხება, ეგ მსოფლიო კლასი იყო, მაგას ნამდვილად აწამებდნენ ღორები, მე ვიძახი ესეთ მებრძოლ ტიპებზე, მეორად ფეხბუთელებზე, რომლებიც უფრო მეტად ადგება ნაკრებს, ვიდრე მაგალითად. ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, დავით ხოჭოლავა მამუკა კობახიძემ ჩაანაცვლა
რა თქმა უნდა ჩამოსაყვანია, საერთოდ ფიქრი როგორ უნდა მაგას? აზერბაიჯანის ჩემპიონატს აღარ ჯობია?
მასე ვწერდი გოჩოლეიშვილზე და გაგნიძეზე, მაგრამ ჩემი ფეხები? თვითონაც მარჯვენა მცველი იყო სანიოლი და ის ვერ მიხვდა, ლობჟანიძეს და კაკაბაძეს რო ჯობია გოჩოლეიშვილი და სხვას რა უნდა მოთხოვო? ბევრი კლუბის ინტერესი იყო, მაგრამ გიბრალტართან არ ათამაშა, თორემ კვარადან გამომდინარე, დღეს შახტრში კი არა, ტოპ 5 ში იქნებოდა.
აი ჩემი dream team

მანდ სანიოლის ტაქტიკის გამო მიწერია ბუდუ, დღესაც იგივე აზრზე ვარ, თუ იგივე ტაქტიკა იქნება, ესე მფრინავ მიქაუტაძის დაყენებას აზრი არ აქვს.
საქართველო - ჩრდ მაკედონია | 23 სექტემბერი - 20:00 (post #59653646)გოჩოლეშვილიდან და გაგნიძედან გამომდინარე იმსჯელეთ გამეგება თუ არა ფეხბურთში რამე, თუ არადა ხო ათამაშებენ ესენი მექვაბიშვილს ნაკრებში? 10 მდე თამაში აქვს, რაც მის ასაკში არაა ცოტა. ლომინაძე ხო არ იციან საერთოდ? დაჟე დინამოდანაც ხო გაუშვეს, რომელი უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს სამომავლოდ, მაგასაც ვნახავთ. სიგუაც მიამატეთ თუ გინდათ, ხვადაგიანიც და კალანდაძეც. ბოლო ორს იმიტომ ვწერ, რომ ლომინაძე, ცენტრალურ მცველად ახლადაც ჯობია. ჯამში 4 ფეხბურთელი, ვისაც მის კლუბში და ნაკრებებში ათამაშებენ, მე კი ერთს ვამბობ.
კოკორინის და ძიუბას ჩამოყვანაზე კი არ ვწერ. არამედ გიორგი ღონღაძეზეა საუბარი, თუ გინდა გონგაძე იყოს. დედა #####ულ ხალხშია, პრესაში რაღაც დაიწერა, მაგაზე არ ღირს ჩახვევა. მითუმეტეს, არც ეს კლდიაშვილის კუდაბზიკა პერსონაჟებივით ცხოვრება გამოგდგებით არაფერში.
* * *
უი, ჩვენი ჩემპიონატი გამომრჩა, ჯერ სად ხართ

ზედა ექვსეული ავიღოთ. ქვევით რა აზრი აქვს ისედაც.
თბილისის დინამოში ლეგიონერი მარუშიჩია ფორვარდი, სხირტლაძე სკამი ან საყრდენზე.
ბათუმი, კონატე და ფლამარიონი თამაშობენ.
საბურთალოში ჩემპიონატის მთავარი მეგოლე ამოგვიგდო, პირველი ლიგის ლეგიონერმა სილამ.
ერთი ნიქაბაძე სამგურალში, რომელმაც მალტის ჩემპიონატი ვერ გაქაჩა.
დილაშიც ლეგიონერი კოვტალუკი.
ტორპედოში ასე თუ ისე კია კაჭარავა ძირითადი, მაგრამ კონკურენციაშია ლეგიონერთან და ზუსტად ლეგიონერმა დაიწყო ბოლო ტური.
ამ ყაზახეთ-უზბეკეთებმა, მაქაცარია-ტაბატაძე-შეყილაძე, ესეთი კალიბრებიც წაიყვანა, რაღაც პერსპექტივა რომ აქვთ.
ამ ყველაფრის მერე, რაც ჩამოვწერე, ზენიტზე, ცსკაზე, მოსკოვის დინამოზე და სხვა გუნდებზე გოლების გამტანებზე რო იტყვი არ გვჭირდებაო, მე არ ვიცი რა უნდა თქვა.
This post has been edited by დანელია on 2 May 2023, 17:39