უბრალოდ მორჩით კონტრაქტის შეწყვეტაზე საუბარს. ტყუილად განიხილავთ, არ იქნება მსგავსი რამ.
ზოგადად კონტრაქტის დაცვა ორივე მხარის ვალდებულებაა. მისი გაწყვეტის უფლება გეძლევა მხოლოდ მაშინ, როცა მეორე მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს არ ასრულებს და უარზეა.
ხვიჩას უბრალოდ კლუბის შეცვლა რომ უნდოდეს, ეს კონტრაქტის გაწყვეტის საბაბი ვერ იქნება. გაწყვიტავს და სერიოზული სანქციები ელოდება, მათ შორის გარკვეული პერიოდით ბანი.
აქ კითხვა გაგიჩნდებათ რა ოდენოს სანქციებზე და ბანზეა საუბარი, მაგრამ ეს ასე წინასწარ გაწერილი არაა. მსგავს საკითხებს განიხილავს ფიფა-უეფა და იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს იმ ქვეყნის სპორტულ და სამოქალაქო კანონებთან სადაც ფეხბურთელი თამაშობს.
თუ კონტრაქტი სერიოზული მიზეზის გარეშე გაწყვიტე, ფიფა-უეფა დარწმუნებული იყავით რომ 99,99% შემთხვევაში მხარს კლუბებს დაუჭერს, რადგან მსგავსი პრეცედენტი სატრანსფერო წესრიგს სრულიად თავდაყირა დააყენებს. წარმოიდგინეთ კლუბები ათობით და ასობით მილიონს იხდიან ფეხბურთელის გადმობირებაში და ბრახ და ფეხბურთელი კონტრაქტს გიწყვიტავს.
კითხულობთ რაიმე ბერკეტი თუ აქვს ხვიჩას აურელიოზე ზეწოლისთვის, იდეაში მსგავსი ბერკეტი ღიად, ოფიციალურად ტრანსფერის მოთხოვნაა. როგორც წესი, თუ შენზე დიდი მოთხოვნაა და კარგ ფულსაც იხდიან, ტრანსფერის ალბათობა იზრდება.
მარა პირველივე წელს მსგავსი გაკეთებას ხვიჩას არ ვირჩევდი.
* * *
ასე რომ მისი ვინმე ახლობელი ან თვითონ ხვიჩა ფორუმს თუ კითხულობს, ერთ რამეს ვურჩევ

მთლიანად ჩამოშორდეს სატრანსფერო თემებს და მიანდოს პერეგავორას, თვითონ კო მაქსიმალურად მობილიზდეს და გუნდს მეორე სკუდეტოს მოგებაში დაეხმაროს და გააგრძელოს იგივე კაიფით და სიამოვნებით თამაში, როგორც პირველ სეზონში იყო.
მითუმეტეს წელს ვიქტორი დარჩა/დატოვეს და თუ სკუდეტოს ზედიზედ დადებენ, ეს ფანტასტიკა იქნება, ნამდვილად ისტორიულ მოვლენასთან გვექნება საქმე
This post has been edited by vaxushtiii on 6 Sep 2023, 07:52