გილოცავთ ყველას ამ უდიდეს წარმატებას!
უდიდესი მიღწევაა ქართული სპორტის ისტორიაში.
მე რასაც ვუყურებ სერია A -ს ესე პირველ სეზონში ეთამაშოს, მხოლოდ კაკა მახსენდება, ეგეც უადგილო შედარებაა, რადგან კაკა მივიდა ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდში, სადაც ყველაფერი მარტივი იყო, ხოლო კვარა მივიდა ნახევარი საუკუნის წინ გაჩემპიონებულ გუნდში.
ახლა კონკრეტულად საქმე...მთავარი, საბოლოო პერფომანსებია, სადაც ჩემპიონობა ირწმუნა გუნდმა. დღევანდელი გადმოსახედით, მთავარი საჩემპიონო თამაშები ლაციოსთან გასვლა, მილანში და იუვეს დანგრევა იყო. სამივე კვარამ მოიგო. სხვა დანარჩენები შედარებით ნაკლები მოცემულობის თამაშები იყო და უმეტეს შემთხვევაში კვარას მონაწილეობით ან პირადი მოგებული.
მთავარი პირველი შეყოფაა, თორემ მერე კი მიდის

მაგ გამსხვავევის შექმნა და ტოპ გუნდებთან მიჯრით თამაშების მოგება უჭირდათ ინსინიეს და მერტენსს, თორემ სალირნიტანებს ეგენიც უგებდნენ

ოსიმენიც იყო მანამდე, მაგრამ ინტერ-მილან-იუვე-ლაციოსთან, გოლი არ ჰქონდა გატანილი.
ყველაზე მეტი ასისტი - 10
გოლი - 12
ყველაზე მეტი მოპოვებული პენალტი - 4
ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლი - 74
M V P არის ბევრი რამის ერთობა და არა კონკრეტული საქმე! რა შუაშია ოსიმენი ან კიმი? ან ლობოტკა? ეგენი კონკრეტული საქმის პირველი კაცები იყვნენ, ხოლო კვარა თამაშების გამკეთებელი და ბევრი რამის ერთობლიობა.
კაკა ვახსენე ზემოთ, როცა პირველ სეზონში ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შევჩენკომ 24 გოლი გაიტანა, ოქროს ბურთიც მოიგო, მაგრამ სერია A ში საუკეთესოდ მაინც კაკა დაასახელეს 10 გოლით და 5 პასით. იგივეა ახლაც.
თუ ფეხბურთი გესმის, მარტივი არითმეტიკაა არადა

იტალიელებს რომ ფეხბურთი და ფეხბურთელების შეფასება ესმით, მგონი ამაში მაინც არაფერი უნდა იყოს საკამათო.
დაკომპლექსებულმა და საქართველოს მოძულეებმა კი გამოიღეთ!
ყველაზე დიდი ორგაზმი კი ხვალ გველოდება, დაჯილდოვება, თასი და M V P ის გადაცემა
სკან გურს ქუგუალე ხვიჩა კვარაცხელია!
This post has been edited by ლ.დანელია on 3 Jun 2023, 23:38