გილოცავთ ყველას :ბის:
რა მურტალი რამე ყოფილა, რომ გგონია ახლოს ხარ მოგებასთან და კლასის ხარჯზე ჩაგახტებიან

თვალწინ დამიდგა ყველა მასეთი წაგებული თამაში
სანიოლი გასაგები იყო აქამდეც უმეტესობა ჩვენთაგანისთვის, მაგრამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც ავიღოთ რამოდენიმე ფეხბურთელის თაობაზე. თან ვწურავთ ნელ-ნელა ოპტიმალურ შემადგენლობას

ერთი ეგაა, სწორი დაწერა ამიკომ, დაბალი შემადგენლობა გამოგვდის და ღმერთის იმედზე ვრჩებით სტანდარტულებზე.
მამარდაზე გამოჩნდა, რომ კიდევ ბევრი აქ სამუშაო და სასწავლი. ეს შეხვედრა, გამოატანინებს დასკვნებს.
კაკაბამ მშვენივრად იწყებდა შეტევებს, უკანაც ნორმალურად იდგა.
კაშო ყველა ვარიანტში ჯიგარია, რაც შეუძლია აკეთებს და კიდე კაი დღეშია ამათ ხელში

ლოჩო აუცილებელია მინდორზე იყოს, ძაან რბილი შემადგენლობაა და მისი ბრძოლა/გაყრებით, საჭირო კაცია. პენალტზე არაუშავს, ჩვენი ჯილაა და გამოჩნდა რომ ვილის არასწორად ეკიდა.
აზაროვი, კვარას მერე საუკეთესო ფეხბურთელია ჟორჟთან ერთად. ტოპ!
გოჩოლა არაა მაგ პოზიციის კაცი, ეგ ძლიერია როცა უკნიდან იწყებს, რ თქმა უნდა მეტი უნდა ექნა, თუმცა ჩაკვე ინერტული იყო, ამან კი მარტო ვერ ქნა მაინც, მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ და როგორც ლანძღავთ ფეხბურთელს, ეგ არასწორია და შეგრცხვეთ.
კვეკვეზე გასაგებია უკვე ყველაფერი, ნუ გაგნიძეზე კი იცით ჩემი დამოკიდებულება, გლაზგოში გამოჩნდება ყველაფერი! დიდწილად მასზე იქნება დამოკიდებული თამაშის ბედი, დაუჭერთ თუ არა ბურთს და ტემპს გავაკონტროლებთ. კარგად შემოსვლა არაა მარტო, როგორც კი შემოვიდა ეგრევე ზევით აწია გუნდი. მცირე პრობლემაა ისაა რომ ცოტა დამძიმებული მეჩვენება
კიტე, აი მოსალოცი ამბავი, ყველაზე დიდი სამუშაო გასწია და რადგან გავაგებინეთ რო. ცენტრშია ამის ადგილი, აწი ცოტა მშვიდათ შეგვიძლია ვიყოთ.
აი ჩაკვეზე ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა რომ მის პოზიციაზე არ უთამაშია, ასე მთელი ერი რომ ###ვდება შენზე, რაღაც უნდა ქნა, ვერ შვები? მონდომება მაინც უნდა გეტყობოდეს. კარგი იქნება თუ არ შევცემთ ყველა პრეკოზე, ითამაშებს ხვალ ჩაკვე? შეკითხვით. ზურიკო ჩვენი ჯოკერია. საკაიფოდ კრიბავს სტატისტიკას
ჟორჟის გოლი მაგარია ორმაგად, ახალ კლუბის მოძებნაში დაგვეხმარება.
ნუ კვარაზე რა ვთქვა? ისედაც ყველამ ნახეთ, სხვა დონის ნაკრებად გვაქცია, მაგრამ კარში დარტყმას თუ არ მოუხერხა რამე, საცოდაობაა ამ დონის ფეხბურთელს, ესეთ დარტყმა ჰქონდეს

კიდევ ერთხელ გილოცავთ