ახლა გადავხედე ვილის ინტერვიუებს ბოლო 4 თამაშზე
უკრაინასთან მარცხივილი სანიოლი: "საწყისი 30 წუთი ნამდვილი კატასტროფა იყო. აგრესიულობა და ინტენსივობა გვაკლდა, უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო და ანგარიშში დაწინაურებაც დაიმსახურა. საერთო ჯამში, ჩვენ უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა გვქონდა და იმედგაცრუება მაინც არსებობს, თუმცა, როდესაც მატჩს ისე იწყებ, როგორც ჩვენ დავიწყეთ, წაგება მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა იყოს. ეს, შეიძლება კარგიცაა იმისთვის, რომ ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ.
წარმატებული 8-10 თვის შემდეგ, ალბათ, მცირე მოდუნებაც იყო. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ იოლი თამაშები არ არსებობს და თუკი წარმატების მიღწევა გსურს, ყველა მატჩი ისე უნდა ჩაატარო, თითქოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ზოგჯერ სირთულეებს უნდა შეეჯახო, რომ უკეთესი გახდე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მატჩის ორი მესამედი ბურთი ჩვენ გვქონდა და უკეთესები ვიყავით და გოლის გაშვების მერე კარგი რეაგირებაც მოვახდინეთ.
სხვათა შორის, თუ გახსოვთ, ჩეხეთთან მატჩის საწყისი 15-20 წუთიც კარგი არ გვქონია და დასაფიქრებელია, რა არის მიზეზი, რომ თამაშის სტარტზე გვიჭირს. დღეს მხოლოდ გოლის მერე გამოვხიზლდით. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ჩვენ არ ვართ გერმანია, ესპანეთი ან სხვა ტოპ-ნაკრები, რომლებსაც მაღალი კლასის ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ. ყველაფერს რასაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, გუნდური სულისა და თავდადების ხარჯზე იყო. შესაძლოა, დღეს, საწყის 30 წუთში ამის ნიშნები ნაკლებად იყო".
https://europop.ge/post/sanioli-satsyisi-30...hizldit/298505/ალბანეთთან მარცხიმატჩზე და ჩვენი ნაკრების თამაშზე: "ზოგჯერ, მარცხის შემდეგ, ყველაფრის უარყოფითად დანახვა და ნეგატიურად გაანალიზება გვჩვევია. ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეზე მეტი შანსიც გვქონდა. მათ 2 მომენტი ჰქონდათ და გოლი გაიტანეს კიდეც. სავარაუდოდ, მარცხის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეტი სწორი გადაწყვეტილება არ მივიღეთ საჯარიმოსთან ახლოს. უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი.
…ტაქტიკურ ექსპერიმენტზე: “ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენე, რადგან ვიცოდი, რომ ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ვფიქრობ, რომ ჩვენს მოთამაშეებს არ გასჭირვებიათ ტაქტიკასთან შეგუება, თუმცა ბოლო პასი, ბოლო დარტმა ხშირად არ გამოგვდიოდა და შანსებიც ვერ გამოვიყენეთ. ამის გარეშე კი, სასურველი შედეგის მიღება, შუძლებელია. ზოგჯერ მქონდა შეგრძნება, რომ ვჩქარობდით, როცა მეტი სიწყნარე გვმართებდა. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ამას გამოვასწორებთ. დღევანდელი შედეგით, რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.”
https://europop.ge/post/es-aris-marckhis-mt...shemdeg/298556/უკრაინასთან ფრე, აქ უკვე შედარებით მოზომილი ინტერვიუ აქვს...რატომ იყო კარგი მხოლოდ მატჩის სტარტი და ბოლო ნაწილი: „ნამდვილად კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა შეცდომის შემდეგ გოლი გავუშვით და გაგვიჭირდა. პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. ახლა, ასე სწრაფად ანალიზის გაკეთება რთულია, მაგრამ მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, მეორე ნახევარში შესანიშნავად ვიმუშავეთ, რაც აჩვენებს, რომ ამ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო, რომელიც გვქონია. შეხვედრის დასკვნითი ნაწილიდან გამომდინარე ცოტა იმედგაცრუებულებიც ვართ შედეგით, მაგრამ ასეთ დონეზე თითოეულ შეცდომას ძალიან დიდი ფასი აქვს“.
...თამაშის შესახებ: „მიღებული გოლის შემდეგ გუნდისთვის თამაში მენტალურად რთული იყო, დრო დაგვჭირდა რეაგირებისთვის, მაგრამ ეს სწავლის ნაწილია. რთული გზაა, მაგრამ ჩვენი განვითარების ნაწილია. შესვენებაზე ვისაუბრეთ და მიხარია, რომ გუნდმა ეს ყველაფერი მოედანზე ასახა“.
...ჩაკვეტაძის შეცვლასა და კვერკველიას ძირითადში ყოფნაზე: „ზურიკო განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. გვჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც მეტოქის დაცვას გაწელავდა და ეს შესანიშნავად გააკეთა. რაც შეეხება კვერკველიას, მან გუნდისთვის წარსულში ბევრი გააკეთა და იმსახურებდა თამაშს, თუმცა, შეიძლებოდა, ეს პოზიცია საბა გოგლიჩიძესაც დაეკავებინა, ტრავმა რომ არ ჰქონოდა“.
https://europop.ge/post/sanioli-matchis-she...si-aqvs/299327/ესეც ჩეხეთთან მარცხი…თამაშის და ტაქტიკის შესახებ: “ასეთი მატჩის შემდეგ ტაქტიკაზე საუბარი საჭიროდ არც კი მიმაჩნია. ეს მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. თავიდანვე დაგვეტყო, რომ აგრესიულობა, ინტენსიურობა და ბრძოლისუნარიანობა გვაკლდა. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში დავიწყე, შეტევას უფრო და უფრო ვაძლიერებდით, თუმცა როცა ასეთ გუნდთან მატჩის სტარტზე ორ გოლს გაუშვებ, მერე თამაშში დაბრუნება რთულია.
…მენტალურ პრობლემაზე: “როდესაც პირველ 20-30 წუთს ასე საშინლად ჩაატარებ, აშკარაა, რომ სწრაფი ცვლილებაა საჭირო. ზუკა კარგად ჩაერთო მატჩში, ხშირად იყო ბურთთან და აგრესიულობაც არ აკლდა. მატჩის სტარტზე საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, ამის მთავარი გამომწვევი პრობლემა მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ. ალბათ, ჩვენმა წარმატებებმა ახლო წარსულში, იმან, თუ როგორ დავიწყეთ ერთა ლიგა, დიდი მოლოდინები გაგვიჩინა. ახლა მოგვიწევს ჩვენს თავში ეჭვი შევიტანოთ და ამის მიხედვით შევიცვალოთ, ვპროგრესირდეთ.”
https://europop.ge/post/pirveli-20-30-tsuti...shemdeg/299409/მთლიან ინტერვიუებს არ დავდებ, ძალიან დიდი პოსტი გამოვა.
თუ დააკვირდებით ყველა წაგებაზე ბიჭებისკენ და მათ მონდომებაზე გაიშვირა ხელი. ერთხელად კი არ უღიარებია რამეში შევცდიო.
ჯერ ეს რანაირი საიქციელია.
მეორეც, რამდენიმე დღის წინ უკრაინელებთან პირიქთ ბიჭების მენტალიტეტის სიძლიერე გამოყო და აქებდა და ამ 3 დღეში რა შეიცვალა, შიგ ხომ არ აქვს ვილის.
მენტალიტეტის ცვლილება არ ხდება ასე დილით ცუდ გუნებაზე ადგომით.
ბიჭებს რომც შეშლოდათ, ეს დედანატირები დაიცვას გუნდი ერთხელ მაინც და თვითონ აიღოს საკუთარ თავზე მთელი პასუხისმგებლობა, ასე იქცევიან დიდი მწრთვნელები