http://lelo.ge/article/%E1%83%A4%E1%83%A0%...%E1%83%9C-42496წელს 11-დან 22 ივლისის ჩათვლით სერბეთი და უნგრეთი 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებენ. შეჯიბრებაში პირველად 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რომ ფრენბურთის მომავალ ვარსკვლავებს უმაღლეს კონტინენტურ დონეზე თამაშის მეტი საშუალება მიეცეთ.
ფინალისტები ლუქსემბურგში გამართული წილისყრით ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ:
სერბეთის ქვეჯგუფი (ვრნიაჩკა-ბანია): სერბეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესტონეთი, საქართველო
უნგრეთის ქვეჯგუფი (ბეკეშჩაბა): უნგრეთი, თურქეთი, ბელგია, რუმინეთი, სლოვენია, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი
მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელთა გარდა, 14-მა გუნდმა ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ორი ბარიერი გადალახა. საქართველოს ნაკრებმა შარშან დეკემბერში საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელსაც ლატვიამ უმასპინძლა, წარმატებით ითამაშა და მეორე რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამ ეტაპს კი თელავმა უმასპინძლა. ფინალის ორი საგზურისთვის 4 გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჯგუფის ლიდერმა რუმინეთმა სამივე ორთაბრძოლა მოიგო, მათ შორის მასპინძლებთან - 3:1, სამაგიეროდ, ქართველმა ფრენბურთელებმა დაძაბულ პაექრობებში ერთნაირი ანგარიშით 3:2 სძლიეს ჯერ ისრაელის, შემდეგ კი ავსტრიის გუნდებს და ისტორიაში პირველად ევროპის ქალთა ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს.
გადამწყვეტი ეტაპის მონაწილე გუნდები ქვეჯგუფებში წრიული სისტემით 7-7 ორთაბრძოლას გამართავენ. ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გადავა და მედლებისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
------------------------
მგონი საგულშემატკივრო ამბავია
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი