Temozaurus
ადრიანე ცაბაური

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9167
წევრი No.: 28550
რეგისტრ.: 18-January 07
|
#60606382 · 4 Aug 2023, 22:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
java83 2000 წლის U21 შემადგენლობიდან (კარიერულად სადამდე მივიდნენ ფრჩხილებში): მეკარეები: ლომაია (სპარტაკი, ხიმკი, კარლ ცეისი, ბაქოს ინტერი), დათო ხმელიძე (ჟემჩუჟინა, ნისტრუ), მირზა მერლანი (ელიგა) ==> მამარდას დონის არა, მაგრამ სამივე ძალიან ნიჭიერი იყო. ლომაიამ ნორმალური კარიერა დადო საბოლოო ჯამში.
დაცვა: 1. ოთარა ხიზანეიშვილი (საღორის ჩემპიონი - სპარტაკი, როსტოვი, მოსკოვის დინამო, ფრაიბურგი, აუგსბურგი), 2. ალეკო ამისულაშვილი (კიევის დინამო, შინიკი, ნალჩიკი, ქაისერისპორი, კრასნოდარი, კრილია სოვეტოვი, ბაქოს ინტერი), 3. დათო კვირკველია (ორგზის საღორის ჩემპიონი - ალანია, ზაპორიჟიეს მეტალურგი, რუბინი, ანჟი, პანიონისი, ანორთოსისი), 4. ლაშა სალუქვაძე (ორგზის საღორის ჩემპიონი, ერთი საღორის თასი - რუბინი, ვოლგა, ბაქოს ინტერი), 5. ილია კანდელაკი (ჩერნომორეცი, კარლ ცეისი, შტურმი, ბაქოს ინტერი), 6. გიორგი შაშიაშვილი (ჩერნომორეცი, შტურმი, ერგოტელისი), 7. ვალერა აბრამიძე (სპარტაკი, ხიმკი, ანჟი, ნეფჩი), 8. ედიკა საჯაია (მოსკოვის ტორპედო, ტულის არსენალი, ანჟი, ვოლგა, ხიმკი), 9. გივია კვარაცხელია (სკონტო, კაუნასი, ბრესტის დინამო), 10. მამუკა წერეთელი (სკონტო, ალანია, ლიერსი) - ბუნდესლიგაში მიდიოდა ფეხებში რომ დაჭრეს. ყველაზე ნიჭიერი მცველი მაგ თაობიდან. 11. რეზო ქემოკლიძე (ელიგა), ==> ჯამში 2023 წლის ნაკრებს ბევრად ჯობია ეს ხალხი. თან რამხელა არჩევანია!
ნახევარდაცვა: 1. ასათა - უკომენტაროდ, 2. ლევან გვაზავა (ზიმბრუ, ალანია, ნალჩიკი, ვლადივოსტოკი, გროზნო, ხიმკი, ნეფჩი, ანჟი), 3. კორღალიძე (6* ლატვია, 1* მოლდოვა - სკონტო, დინაბურგი, დაჩია, ზიმბრუ), 4. ლადო ბურდული (ალანია, კრივბასი, ზორია, ტავრია, ნეფჩი) 5. რომან ახალკაცი (აზერები) 6. ნოზაძე (ყირგიზეთი, ელიგა), 7. დიღმელაშვილი (ჰაპოელი), 8. დეკანოსიძე (გროიტერ ფიურტი), ==> მარტო ასათა რად ღირს. დანარჩენებიც ჯამში მექვაბიშვილ-მოისწრაფიშვილს და ა.შ. ჯობიან.
შეტევა: 1. გიორგი ადამია (1* აზერეთის ბომბარდირი - ნეფჩი, ყარაბახი, ბაქოს ინტერი), 2. წიტას მამა (ისრაელი, ანორთოსისი, კვიპროსული აეკები), 3. ლევან მელქაძე (სიენა, ვალერენგა), 4. ლადო ახალაია (ციურიხი, ბუქარესტის დინამო, დაჩია), 5. გრიგოლ იმედაძე (კოჩაელისპორი, ტავრია), 6. რევაზ გოცირიძე (კრივბასი, ფეთაჰ ტიკვა) ==> ეხლა როგორმე იმ ჩვენ ეულ თავდამსხმელს + გულიაშვილს კი ჯობს ეს სასტავი.
2005 წლის გუნდში: მათე ღვინიანიძე, ჯაბა, გოგიტა, გურული ჯუნიორი, ხოჯავა, გრიგალა, მარცვალა, სანდრო იაშვილი 2007 წლის გუნდში: ნუკრი, მათე, ხუბუტია, ფოფხაძე, ნავალა, ჯაბა, განუგრავა, სანდრო კობახიძე, მერება, მარცვალა, სანდრო იაშვილი, გელაშვილი
ყველა ფორმაციის გუნდში იყო 5-6 ნაღდი ბაჯაღლოს ტალანტი + 10-15 ცნობადი სახე ელიგის ელიტის პონტში (შოთა კაშიას/ზაალ ელიავა/ლევან ხმალაძის დონე). ზოგადად მაშინდელი თაობების მენტალიტეტი და მწვრთნელების კომპეტენცია სხვა თემაა. უბრალოდ ნიჭის მხრივ უკეთესად გვქონდა საქმე.
This post has been edited by Temozaurus on 4 Aug 2023, 23:12
|