https://www.youtube.com/watch?v=EwTfekCGkso&t=26sკიდევ ერთი ვიდეო და ინტერვიუ ჟორჟის
22 წლის თავდამსხმელის პირველი ინტერვიუ ამსტერდამის აიაქსში გადასვლის შემდეგ
გიორგი მიქაუტაძე ტრანსფერზე, კლუბზე, საკუთარ თამაშზე, შოთასა და რონალდოზე
შოთა არველაძე: ბედნიერი ვარ, რომ ქართველი აიაქსში ისევ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის აიაქსში ტრანსფერის შემდეგ კლუბის პრესსამსახურს პირველი ინტერციუ მისცა. ნიდერლანდურმა კლუბმა 22 წლის ქართველი ფორვარდი ფრანგული მეცისგთან 16 მილიონ ევროდ (კიდევ 3 მილიონი ბონუსის სახით არის გათვალისწინებული) შეიძინა და მას კონტრაქტი 2028 წლამდე გაუფორმა.
გიორგიმ ინტერვიუში განხორციელებულ ტრანსფერზე, ახალ კლუბზე, საკუთარ თავზე, თამაშის სტილსა და მიზნებზე, ასევე აიაქსის ყოფილი თავდამსხმელის, თანამემამულე შოთა არველაძის ფაქტორსა და მისთვის სამაგალითო ფეხბურთელზე, კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.
გიორგი აიაქსში მესამე ქართველი ლეგიონერია შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ
გიორგი აიაქსში მესამე ქართველი ლეგიონერია შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ
ტრანსფერზე: "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ კონტრაქტი გავაფორმე ისეთ დიდ კლუბთან, როგორიც აიაქსია. ძალიან ამაყი ვარ, რადგან ყველამ იცის, რას ნიშნავს ფეხბურთში სახელი აიაქსი. ეს დიდი კლუბია, რომლის ღირსებასაც არაერთი ცნობილი მოთამაშე იცავდა. სწორედ ამიტომ, წამითაც არ მიჭოჭმანია აიაქსში ტრასნფერზე".
საკუთარ თავზე: "ვარ ტექნიკური, სწრაფი და მაქვს გოლის გატანის ალღო. თავადაც მიყვარს გატანა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებაც, მაგრამ ყველაზე მეტად გამარჯვება მახარებს. ვერ ვიტან დამარცხებას. ვთამაშობ ორივე ფეხით და ეს დიდი უპირატესობაა. ბავშვობიდან ბევრს ვავარჯიშებდი მარცხენას, რომელიც შედარებით სუსტი მქონდა და ნელ-ნელა ის მარჯვენას გაუტოლდა".
შოთამ 1997-2001 წლებში აიაქსის მაისურით 125 მატჩში 72 გოლი და 15 საგოლე პასი მიითვალა
შოთამ 1997-2001 წლებში აიაქსის მაისურით 125 მატჩში 72 გოლი და 15 საგოლე პასი მიითვალა
შოთა არველაძეზე: "ის დიდი ფეხბურთელი იყო, რომელმაც როგორც სხვა კლუბებში, ისე აქ დატოვა თავისი კვალი. მიხარია, რომ შემიძლია აიაქსში მის გაკვალულ გზაზე ვიარო".
კრიშტიანო რონალდოზე: "ჩემთვის ის სამაგალითოა არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან ბევრი იშრომა, რათა მიეღწია ამ დონისთვის და ახლაც, როდესაც 38 წლის ასაკშია, მუხლჩაუხრელად შრომობს ამისთვის. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს მას ვედრებოდე. საერთოდაც, არავის ვედრები, მე ჩემი ინდივიდუალობა გამაჩნია, ვარ უნიკალური და მივდივარ ჩემი გზით. უბრალოდ, ვცდილობ მას მივბაძო".
მიზანზე: "ჩემი მიზანია, მივიღო სათამაშო დრო, წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები და ყველა ის თვისება, რაც საჭიროა ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად".
https://europop.ge/article/55788-giorgi-mik...nLro9Rug6Xymnac
ნანა, მაკარონი დაადგი!....