ვეთანხმები თემის პათოსს! შეიძლება ზედმეტი ყურადღება გამოდის რაღაც ისედაც ცუდი სტატიის მიმართ, მაგრამ სხვებმაც იქნებ დაინახონ რომ გულშემატკივრის "მოლოდინები" არაა მთავარი პრობლემა და რაც მართლა პრობლემაა იმაზე წერონ. როგორც გვერდით თემაში დავწერე, მთავარი რაც არ მომეწონა არის სწორედ "რატომ უნდა ვუგებდეთ შოტლანდიას" პათოსი და მერე მაგ ხაზის დაგვირგვინება მაგალითით რომ პრობლემა იქნება თუ ერთა ლიგას ვერ მოვიგებთ. მასეთი მსჯელობა შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი მწვრთნელის მიმართ და პლიუს საერთოდ არ ჭირდება მაგას ფეხბურთის ცოდნა -- ყველა დაწერს მასეთ "გაპრავებას" ვისაც 2 სიტყვის გადაბმა შეუძლია. ერთა ლიგას რომ წააგებ მერე გვიანი იქნება, მანამდე უნდა წამოწიო განსახილველად პრობლემები, რომლებიც ამ განყოფილებაშიც რაც უკვე იწერება ძალიან ბევრია. მოგება-წაგებას და გავაგდოთ-ვაცადოთ-ს შორის არის დიდი შუალედი და შეიძლება ბევრი კითხვის დასმა.
იმავე თემაში დაწერა მგონი ჯავამ რომ უცხოელ მწვრთნელებს ერჩიან. პირიქით არ არის ეგ? ქეცბაზე ყველა შემდგარი იყო, ვაისის მიმართ მასეთი კრიტიკა იყო? სანიოლსაც რასაც ვხედავ ცოტა კრიტიკული კითხვა ესმევა. მაგრამ შეიძლება მაგაში ვცდები ქართულ სტატიებს აქ რასაც დებთ იმას ვკითხულობ ძირითადად.
სანიოლის "ძალიან კარგ მწვრთნელობას" რაც შეეხება, გინდა ამ განყოფილების იუზერს და გინდა ჟურნალისტს თუ უნდა დამაჯეროს რომ ეგ საკითხი ესმის და უნდა ვაცადოთ, ჯერ მაჩვენოს სტატია ან პოსტი სადაც ვაისს აკრიტიკებდა და მის გაშვებას ითხოვდა "კატასტროფის" დადგომამდე
პ.ს. ვაისს რომ ჯობია მაგას ვეთანხმები. მეორეს მხრივ მაინც როცა წინა მწვრთნელების შედეგებს ადარებთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ დონის სუპერვარსკვლავი და ალბათ ჯამში შემადგენლობაც არცერთ წინა მწვრთნელს არ ყოლია.
This post has been edited by qristefore on 23 Jul 2023, 12:51
"What gets us into trouble is not what we don't know, it's what we know for sure that just ain't so." (Mark Twain)