არაფერი გაუვალი გუნდი არ არის, მაგრამ დაცვა არ უნდა ჩაგვივარდეს.
ეს ბოლო 2 თამაში.
მაღალი თავდამსხმელი ყავთ, 18 ნომერი. ახლა ვენის რაპიდშია, მანამდე აუგსბურგში ორი სეზონი ბუნდესლიგაში ითამაშა. ამასთან ხვადაგიანს და უგრეხილიძეს გაუჭირდებათ. საზონოვი-გოგლიჩიძე რომ გვყვადეს ფაფორიტები ვიქნებოდით ევროპაზე გასვლის. თან ლომინაძის სიმაღლე და ისედაც მოცულობითი სამუშაო დაგვაკლდება მაგრად.
სტანდარტებზე არიან სახიფათოები, ამ ფორვარდის გარდა, 17 წლის ცენტრალური მცველი ყოლიათ, მონსტრია. 11 მილიონად უყიდია ტოტენჰემს. ახლა ბელგიის უმაღლეს ლიგაშია განათხოვრებული და 17 წლის ცენტრალურ მცველს, 10 თამაშში 4 გოლი აქვს

ახალგაზრდულშიც გააქვს ბერძნებთან, ზემოთ ვიდეოში.
ჩვენ გვეღირსა აამავე გაქანების (ოღონდ სხვა სტილის) ლუკა ლაცაბიძე, რომელიც 3 წლითაა ამაზე უფროსი და 21 წლამდეში საერთოდ არ უთამაშია, დინამოში 1 თამაში მიუგდის, ნუ ვინეებს ათამაშებდნენ კი იცით.
ისევეა ლომინაძეზე, უკვე დაგვიანებულია წასვლა, არ იცის სწორი თამაში, მაგრამ ეგ მისი ბრალი არ არის, მონაცემები რომ აქვს მგონი დარწმუნდით ხო ყველა? მაგრამ ოსიყმაშვილია დინამოში და ლომინაძე არენდითაა, თან მესამე გუნდია რაც გაანათხოვრეს. მესამე
რომ ვწუწუნებთ რატომ მიყავთ ხორვატიიდან ფეხბურთელებიო და ჩვენგან არაო, მანდ იციან ტალანტების განსხვავება, დატვირთვების სწორად მიცემა და ვიზე გააკეთონ აქცენტი. ჩვენ კი არ ვიცით.
20 წლის ცენტრალური მცველი გვეღირსა სერია A ში, მგონი მისი ტოლი ცენტრალური მცველი არც თამაშობს მანდ და ჩვენი დაქცეული დაცვის გადამკიდე, როგორც ეროვნულში ისე ახალგაზრდულში, მაინც არ ვათამაშებთ. ამის შემდეგ რაღაზეა საერთოდ საუბარი.
რომ გადავხედოთ ერთიანობაში ხორვატიის ახალგაზრდულს და ჩვენსას, არაფერი განსაკუთრებული სხვაობა არ არის, მაგრამ რომ იციან კონკრეტულ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება და სწორად მუშაობა, ნაკრებს ამოუგდებენ ყველა საკობრივიდან შევსებებს. აი ჩვენ კი, წარმოიდგინეთ აზაროვი, ლუკა გაგნიძე, მაისურაძე, ლომინაძე, ლაცაბიძე. ამდენი ტოპ მონაცემის ფეხბურთელიდან, შეიძლება ვერცერთი ვერ გამოვიყენოთ ისე, რაც შეუძლიათ, სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩვენი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვკარგავთ, აი შეიძლება ასე.