რადგან დაწერეთ, აღარ დამეზარა სკრინების გაკეთება და გამოხმაურება. ზოგადად ვინც მეტი იცის სამწვრთნელო მუშაობის შესახებ, იქნებ გვითხრათ, განვლილ თამაშებს თუ არჩევენ ხოლმე და თუ თხოვენ პასუხს ფეხბურთელებს არასწორი გადაწყვეტილებების თუ მოედნის "ვერხედვის" გამო, ერთი და იგივე მეორდება სულ და ამიტო ვსვამ ამ კითხვას
კვერნაძის მაგ მომენტით რომ დავიწყოთ, მანდ კიდევ შეიძლებოდა ისე გაგრძელება, როგორც გააგრძელა, თუმცა ვერ გაიტანა.
შეიძლებოდა მიეცა მარჯვნივ უკან მდგომისთვის, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ისიც ისე არ მოიქცეოდა, როგორც ახლა ამ პოსტის წერის დროს მოიქცა ოდიშარია

თუ გვარი არ მეშლება.
ესეც სკრინი მაგ მომენტის

მაგრამ ახლა აი ეს შემდეგი შეტევა უფრო სახასიათოა და საინტერესოა ჩემთვის იმ კითხვაზე პასუხი, რაც ზემოთ დავწერე


ამ სიტუაციაში მხოლოდ გაგნიძეს ვცნობ, ცენტრში რომ შერბის
ბურთით ვინც მირბის, წესით მხოლოდ ორი გაგრძელება უნდა ქონოდა, ან შეუყოლოს გაგნიძეს, თუ დინამიკაში გაგნიძე კარგად მირბის და გაექცევა მცველს ერთი ერთზე, ან მარჯვნივ უნდა გადაჭრას სწრაფი პასით და უეჭველი ერთი ერთზეა ის ჩვენიანიც.
რა გააკეთა ამ ორი ვარიანტის ნაცვლად? ყველამ ვნახეთ
ახლა ამ ბედოვლათი კომენტატორების სიტყვები... კარგად ითამაშა, მაგრამ მეკარემ აჯობა, კარგად დაარტყა მაგრამ ააცილა, რა კარგი მომენტები გვქონდა... და ასე შემდეგ
ჩვენ თუ ვხედავთ, როგორ აჯობებდა კარგად, ესენი ბრმები არიან თუ მარტო უაზრო ბოდიალია ამათი საქმე?
თქვე სირებო, კარგად თამაშია, როცა გოლს გაიტან ბოლოში, ესაა ფეხბურთში მთავარი ამოცანა, გოლები უნდა გაიტანო, რომ მოიგო
და კომენტატორმა უნდა დაინახო და კრიტიკული სიტყვებიც უნდა ამოღერღო
აი ეს ორი გოლი რო გაგვეტანა, რაც 100%-ით გასატანი იყო, ახლა სამი ბურთი არ გვექნებოდა მიღებული, იმ განწყობის დამსახურებით, რასაც ის ორი გოლი მოიტანდა
სანამ მაღალი მოთხოვნები არ გვექნება ყველას და მხოლოდ ის იქნება კარგად თამაში, თუ როგორ მოვატყუეთ, შევვარდით და მერე ავაცილეთ, არაფერი გვეშველება
This post has been edited by karoche on 12 Oct 2023, 19:41