
სტატისტიკა არ ტყუის.
1. მაკფადენი: სროლა დაავიწყდა ადამიანს. ყველა დისტანციიდან მის ადრინდელ საშუალოებისგან ძალიან შორსაა. პლუსებში (მწვანე უნდა იყოს და ყვითლადაა) არის დაკარგვების დაბალი მაჩვენებელი. 30 წუთში 3.3 პაცი ცოტაა, მაგრამ თავიდანვე რომ თადზე გაეკეთებინათ გათვლა როგორც გამთამაშებელზე და არა მსროლელზე, მე მგონი გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებდით. მოკლედ სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N1.
2. მამუკელაშვილი: სროლა ჩინებულია, თან ადვილი ბურთი არცერთი, სულ ბრძოლაში შესვლა, ან მიდრეინჯ ჯამპერები. დაკარგვებია პრობლემა, მაგრამ ეს მამუს ცუდი ხედვის ან ცუდი ხელების ბრალი ნაკლებადაა, უფრო გუნდის მთლიანობაში არასწორი თამაშის. ესეთი მოთამაშე 27 წუთში 10-ზე მეტს უნდა უტევდეს! სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N2.
3. შენგელია: სამიანები სრული პიზდეც. 14 შეტევა თამაშში, ცოტა ბევრია, როცა ორქულიანების და სამქულიანების პროცენტიც მამუზე ბევრად დაბალი აქვს. დაკარგვებიც ცოტა არაა. პახოდუ -8 საშუალოდ. გამოდის რომ თოკოს ძალიან არასწორად ვიყენებთ. სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N3.
4. ბითაძე: სულ 7 შეტევა 23 წუთში

ესაა პიზდეცი. უბრალოდ ვერ ვიყენებთ გოგას შეტევაში. არადა პროცენტი ნახეთ სროლის! დაცვაში რომ მონსტრია, ამას ზუროსიც ვერ აფუჭებს

სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N4.
5. ანდრონიკაშვილი: სროლა ოფიციალურად ჭკა. 3 ასისტი 23 წუთში და 2.5 დაკარგვა. ალბათ გასაგები უნდა იყოს, რომ ეს კაცი გამთამაშებელი არაა და რა ######თ (ნიშა უნდა იპოვნოს, რაც მხოლოდ უკეთესი სროლის ხარჯზე აწი, მაგრამ თავისი საქმე თვითონ იცის)? სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N5.
6. სანაძე: შესვლები/საშუალო დისტანცია აშკარად ნიტო. სამიანები ნორმის ფარგლებში, სამწუხაროდ ესაა რაცაა, 31% - ეს რომ თოკოს და რატის ქონდეს ან იგივე მაკფადენს, ალბათ ამ ორიდან ერთს მოვუგებდით

ჩაჭრები ჯერ კიდევ შეუძლია, ანუ ფეთქებადობა არ დაუკარგავს. ამის ფონზე გაუგებარია სროლას რა დაემართა.
7. ჯინჭარაძე: მეტი სამიანი უნდა ესროლა. 60%-ს ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ ქონოდა ბატონო 30%, თადის 17%-თან რა მოსატანია! აღსანიშნავია, რომ 4.8 ქულის პლუსშია.სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N6 (შეტევაში ფუნქციის ვერგამონახვა საკმაოდ უნარიანი მოთამაშისთვის).
8. შერმადინი: 6 შეტევა 15 წუთში, ანუ თითქმის იმდენივე, რაც გოგა 23 წუთში. ეს ნიშნავს, რომ გოგაზე კომბინაციები საერთოდ არ ქონიათ ან ისე რა, წაახალტურეს ვარჯიშებზე. 50% ძალიან დაბალი პროცენტია გიოსთვის. ლიგაში მე მგონი 70-80% აქვს. მინუს 6 ქულაც ცუდად ჩანს. მაინც მგონია, რომ ვერ გამოვიყენეთ შეტევაში სწორად. სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N7.
9. ცინცაძე: სამიანები 44%

3,5 პასი 12 წუთში და 3,5 პლუსში. ნუ პასების ხასიათიდან გამომდინარე, 2 დაკარგვა მოსალოდნელიც იყო, მარტო ბუს ბრალი არაა ეს.
10-11. ლიკლიკაძე/ბერიშვილი: გამოცანა. სათამაშო სქემებში მათი არანაირი ინტეგრაცია არ ყოფილა, როგორც ჩანს. უბრალოდ ადგილები შეავსეს. არადა, ბერიშვილის სამინები გვინდოდა ჰაერივით და ლიკლიკაძე 23 წუთში რატიზე ნაკლებ პასს უბრალოდ ვერ გააკეთებდა. იმას არ ვამბობ რომ 23 წუთი უნდა ეთამაშა. გაეყოთ გამთამაშებელზე: ბუ 10-15, ლიკლიკაძე 5-10, მაკფადენი 20, მამუ 5-10 და რატის უაზრო დაკარგვები და სტატიკური შეტევები მაინც იქნებოდა. სამწვრთნელო შტაბის ჩასვრა N8-9.
არადა როგორ წინასწარ იკითხებოდა ყველაფერი.
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!