ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე:როგორც მსოფლიოს შემდეგვე ვივარაუდე და აქაც დავწერე, FIBA-მ (უეფასგან განსხვავებით) კვლავ თავისი ბანძი რეიტინგით (რომელიც ყველაზე ტლანქი სხეულია სამყაროში) განთესა გუნდები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე და არა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგიდან გუნდების კლასიფიკაციით.
რითაც ცხადია კიდევ ერთხელ გრანდებს გაუგორა კოჭი (მაგალითად იგივე საბერძნეთი ამის ხარჯზე ტოპ კალათაში მოხვდა, მაშინ როცა მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ერთ / ტოლფას კალათებში მოვხვდებოდით ჩვენ და ბერძნები).
ჩვენთვის მცირე შეღავათი მაინც ალბათ ისაა, რომ POT 5-დან ხორვატია რომელიც პოტენციალით საუკეთესო ნაკრებია 5-ე კალათაში, უშუალოდ ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდება - ევროპულ ნაკრებებზე არსებული შეზღუდვის (მაქსიმუმ 2 ევროპული ერთ ჯგუფში) გამო.
აქედან გამომდინარე თუ შევძლებთ და ამათგან - ფილიპინები / ანგოლა / კოტ-დიუვარი ერთერთ ჩვენთან მოხვედრილს მოვუგებთ - ჯგუფიდან გასვლა და შესაბამისად საკვალიფიკაციო ტურნირის 1/2 ფინალში თამაში ამის ხარჯზეც კი ფაქტიურად გარანტირებული გვექნება, თუმცა მთავარი მერე იწყება - 1/2 ფინალი და ფინალი .
მასპინძლობა აქაც თუ კენჭისყრით იქნება არ ვიცი (ცხადია მეეჭვება ) და სხვა შემთხვევაში გამორიცხულს უფრო ჰგავს ამ ტურნირის თბილისში წამოღება, განსაკუთრებით შარშანდელი ევრობასკეტული გამოცდილების შემდეგ.
თსუ - ზე: გაორებული გრძნობა მაქვს. დადებითი მომენტია უდაოდ ნაკრების კანდიდატთა მხრიდან ნაჩვენები დონე, თანაც არა სუპერლიგაში, რომელიც ხშირად ძლიან მატყუარააა (და ეს ჩეჩელაშვილის მაგალითზეც გამოჩნდა), არამედ საერთაშორისო დონეზე! ამ მხრივ ძალიან საიამოვნო იყო რატის და ჯინჭარაძის პერფომანსები (რომელიც ჩემი აზრით უახლოეს ფორმაციაში დიდ ალბათობით სანაძეს ამოაგდებს ძირითადი ხუთეულიდან და აბსოლუტურად დამსახურებულად).
ასევე გამოჩნდა როტაციის კიდევ ერთი კარგი სანაკრებო კანდიდატი - ფევაძის სახით ...
ჯამში კიდევ ერთხელ მოკითხვა წლების განმავლობაში ვაკუუმირებისთვის ფედერაციას და ყველას ვისაც ეხებოდათ, რამაც არამხოლოდ საკლუბო არამედ სანაკრებო დონეზეც კი ვინ იცის რამდენი დაგვაკარგინა და რამდენით დაგვხია უკან ...
ფაქტია, ასეთმა დამოკიდებულებამ წლების მანძილზე ეროვნულ ნაკრებს ფაქტიურად სრულად წაართვა სათადარიგო სკამი და როტაცია ! რაც იყო ყოველთვის საქართველოს ნაკრების პრობლემა და რაც ყოველთვის აკლდებოდა დიდ ტურნირებზე მოთამაშე ნაკრებს, უფრო დიდ შედეგებზე გასასვლელად !
ჰოდა ყველამ უნდა იცოდეს, რომ თქვენ წლების მანძილზე ჩაკეტილობით და პოხუიზმით პირველ რიგში სწორედ ეროვნული ნაკრები აზარალეთ ! თუნდაც 1 გუნდი რომ გვყოლოდა სტაბილურად ევრო ტურნირზე ამ წლების მანძილზე, ნაკრების კანიდატებით დაკომპლექტებული, ვინ იცის ნაკრებსაც ის უამრავი "ცოტა - დააკლდა" აღარ ჰქონოდა სხვადასხვა დიდ ტურნირზე და ის "ცოტა" კიდევ თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას და უკვე სხვა ხარისხის შედეგში ასახვას ნიშნავდა.
თუმცა არა, ფედერაცია (ამ ფორუმივით) წლების განმავლობაში 5-6 ლიდერის გადათვლით იყო დააკავებული და თვით კმაყოფილი, სწორედ ამ 5-6 კაცისთვის იყო 3-4 მომზადებული კაცის მიშველება მეორე ეშელონებიდან საჭირო, რომ როგორც ვთქვი სხვა შედეგებზე გავსულიყავით. სწორედ ამაზე იყო წლების მანძილზე უარი ნათქვამი და ლამის 2 ათეული წელი გაძლო თით გაუნძრევლად იმ 5-6 ციდან ბოძებულ ტალანტთა კისერზე და ზურგზე ამ სტრუქტურამ !
კონკრეტულად თსუ-ზე რაც დასანანია წელს ისაა, რომ სელექციაში დაშვებული შეცდომების გამო (რომელიც შემდგომ ცოტა კიდევ გამოსწორდა რატის და ჯინჭარაძის ხარჯზე, თორემ მანამდე (ანუ ბენფიკამდე) სრული კატასტროფა იყო) დავკარგეთ მეორე ეტაპის, შესაბამისად +6 თამაშის და შესაბამისად წლევანდელი ევრო - სეზონის გახანგრძლივების შანსი, რაც ისევ და ისევ ნაკრების კანდიდატებს წაადგებოდათ საბოლოოდ.
გვიანი სელექცია რამდენადაც კარგი იყო ნაკრების კანდიდატების შერჩევის კუთხით, იმდენად კატასტროდული იყო ლეგიონერების შერჩევის კუთხით. სამწუხაროდ ლეგიონერების ნაწილში სელექცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს მთელს ტურნირზე უპრეცედენტო ამბავი იყო. სხვა რომ არაფერი სუპერლიგაშიც კი თამაშობენ უკეთესი დონის ლეგიონერები და თანაც არაერთი.
ქართველების კუთხით სწორი იყო - ჯინჭარაძე, რატი, ფევაძე, ტურძილაძის გუნდში მოყვანა (თუმცა ამ უკანასკნელმა ჩემთვის კითხვები უფრო დატოვა მის სანაკრებო დონესთან დაკავშირებით, თუმცა მოყვანა მაინც სწორი და ლოგიკური იყო). ქართველებიდან კორსანტიას და გაფრინდაშვილს დავამატებდი ...
საბოლოოდ გამოჩნდა რომ ჩეჩელაშვილი, გოგოძე და ტურძილაძე ამ დონეზე სუსტია და შესაბამისად მათი იმედი არც ნაკრებში უნდა გვქონდეს.
სამაგიეროდ ნაკრების 4 -მა წევრ-კანდიდატმა (რატი, ბუ, ჯიჭარაძე, ფევაძე) ხანმოკლე, მაგრამ კარგი პრაქტიკა მიიღო და ისინი ცხადია ნაკრებშიც მნიშვნელოვან როლებს წარმოადგენენ.
ნაკრებზესწორად აღნიშნა Deep Purple-მა ჯერაც უმწვრთნელო და უთავო ნაკრების პერსპექტივებზე გვიწევს საუბარი ...
არადა, სწორედ თსუ-ს თამაშების პარალელურად უნდა გვყოლოდა მწვრთნელი და იქ ენახა ნაკრების არალეგიონერი კანდიდატები რეალურად, თუმცა არა, რა გვეჩქარება, ჩვენ ხომ არხეინები ვართ და არსად არასდროს გვეჩქარება !
შედეგად კვლავ დაიკარგება დრო კანდიდატების გაცნობაში ახალი მწვრთნელის მხრიდან და კვლავ გადმოცემით - მემკვიდრეობითი იქნება მინიმუმ საწყის ეტაპზე მათი სია. ეს საწყისი ეტაპი კი უკვე მნიშვნელოვან თამაშებს გულისხმობს ...
მეორესმხრივ არც ისაა გასაკვირი რომ ნებისმიერ საშუალოზე მაღალი დონის მწვრთნელს დღეს გაუჭირდეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე დათანხმება.
თავად განსაჯეთ, ხართ მეტ-ნაკლებად სახელიანი და რაღაც დონეზე მოთხოვნადი მწვრთნელი, შემოგდით წინადადება საქართველოს ნაკრებიდან. გადახედავთ და აღმოაჩენთ:
ევროპის ტოპ 10 ლიგაში მხოლოდ 2 ქართველი მოთამაშე თამაშობს ! არც მეტი არც ნაკლები, დიახ ზუსტად 2 !
როგორია დათანხმდე ? კი ბატონო აქედან 1 შენგელიაა, რომელიც მიმდინარე სეოზნში შესაძლოა სულაც ევროლიგის მვპ-ის პოტენციური კანდიდატია, მაგრამ მხოლოდ ორი მოთამაშე ევროპაში , მხოლოდ 2 მოთამაშე ...
კი ბატონო, ნახავ რომ 2-იც NBA-შია, მაგრამ ისინი მხოლოდ ზაფხულობით და შესარჩევებში ფაქტიურად არაფერში გამოგადგებიან.
ასე რომ საერთოდ არაა გასაკვირი თუ მსგავსი კანდიდატები ვინმე მართლა იყვნენ და უარი თქვეს.
ასეთია სამწუხარო რეალობა დღეს უკვე ... და ეს არის იმ წლობით უმოქმედობის შედეგი რაზეც ზემოთ მეწერა. ჩაკეტილი საკლუბო კალათბურთი და წლობით ფსკერზე დაძირული ასაკობრივები, საბოლოოდ დღეს ტოლფასია იმისა მოლოდ 2 ქართველი მოთამაშე (ისეც ვეტერანული ასაკით) თამაშობს ევროპის მეტ-ნაკლებათ სათვალავში ჩასაგდებ საკალათბურთო ლიგაში (პირობითად ევროპის ტოპ 10 ჩემპიონატში) .
ლ.დანელია