არამგონია მასპინძლებმა ხელიდან გაუშვან ეს შანსი (განსაკუთრებით ევროპელმა მასპინძლებმა)
აი მასპინძლობა რა პრინციპით გადაწყდა მაგაზე FIBA-ც დუმს და რაღა თქმა უნდა არც ფედერაცია აკეთებს დამატებით რამე განმარტებას.
თუნდაც რომ ვიცოდეთ გვქონდა თუ არა განაცხადი კარგი იქნებოდა ...
ზოგადად იგრძნობა, რომ ფიბამ იცის ვინც უნდა ოლიმპიადაზე და ყველაფერს (განთსვა, მასპინძლობა და ა. შ.) შესაბამისად აკეთებს.
ჩვენი უმწვრთნელო და უთაო ნაკრების შანსები ისედაც მიზერულია სამწუხაროდ !
ალბათ სხვებს ისევ აჯობებს ლატვიაში მოვხვდეთ, თუმცა ძალიან მეეჭვება თუნდაც ლატვიამ ხელიდან გაუშვას ეს შანსი. ყოჩაღ ლატვიელებს რომ მიუხედავად იმისა მომავალ ევრობასკეტს მასპინძლობენ, მოახერხეს და ეს ჯგუფიც წაიღეს .
ერთ დროს მახსოვს ცოტა ზემოდან ვუყურებდით სანაკრებო დონეზე ლატვიელებს, ხშირად "ჩვენ ბულკებადაც"

მოვიხსენიებდით, თუმცა კარგად მუშაობენ და აქვთ შედეგიც.
მწვრთნელიც უკეთესი მოძებნეს ( რა შედარებაა

), შესაბამისად მსოფლიოზეც ხომ გვაჯობეს (აქაც რა შედარებაა

) და აგერ ოლიმპიადის საკვალიფიკაციოც წაიღეს რიგაში.