სრული აბსურდი იყო გუშინდელი თამაში.
პროფენიონალური გუნდი, რომელსაც ყველა მოთამაშე მწყობრში ყავს და ნორმალური მწვრვთვნელი ესე არ უნდა თამაშობდეს, მითუმეტეს როცა განაცხადში გყავს ნატურალიზირებული მოთამაშე, ესპანეთის ლიგის 2 გზის ენვიპი, 2 ნბას მოთამაშე და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო 4 ნომერი. მეორე საკითხია გაუგებარი ტაქტიკა, რაც ტაქტიკის არქონა უფრო იყო, ვიდრე რაიმე ტაქტიკის მაგვარი.
ოლიმპიადის ამბიცია რომ გვაქვს კარგია, სლოვენიის-ავსტრალიის-გერმანიის დამარცხება რომ გვინდა ესეც კარგია.
მაგრამ ჩვენი გუნდის პრობლემა სულ სხვაა ვიდრე ერთი ჩავარდნილი თამაში, ერთ თამაშში ცუდი მსაჯობა, ან ერთი მოთამაშის ტრამვა კონკრეტულ მომენტში.
მერამდენედ ვუყურებთ, როცა გუნდის ძლიერი მხარეების საწინაღმდეგოდ სრულიად განსხვავებული სცენარით თამაშის წარმართვას. თუნდა წავაგოთ, მაგრამ სწორი იყო ყველაფერი.
რაც შეეხება მაგალითებს, რომ ლატვიამ სენსაცია დადო საფრანგეთთან, ან სხვა მსგავსი მაგალითები, მანდ ლატვიისა და ჩვენ მოცემულობას ნუ ვადარებთ ერთმანეთს. რასაც იზამდა ეს ლატვია, ვერ იზამდა ეს საქართველო. ეს ჩემთვის 2*2=4 მოცემულობაა. იმიტომ, რომ არაა ეს ლატვია და ჩვენი გუნდი ერთნაირი მოცემულობა. თუ ეს ვინმეს არ ესმის, კამათსაც არ აქვს აზრი ამ შემთხვევაში. საერთოდ სხვა ლეველზეა ლატვიაში დღეს კალათბურთი და საერთოდ სხვა თვენთან.
ამბიციის დონეზე ეს ტურნირი უკვე დასრულდა. თორემ ჯგუფიდან გავალთ და კიდევ სამჯერ მივიღებთ ემოციებს. მე ის მწყინს, რომ ნერვებს ვიშლით სანახაობის ყურებით, იმის ნაცვლად რომ სიამოვნება მივიღოთ. კარგი შედეგი გაგვიხარდეს და ცუდი გვეწყინოს. მსჯელობებისა და ვისი ბრალიას გარკვევის გარეშე. შეცდომები კი იცოცხლე, ფედერაციიდან დაწყებული, მწვრვთნელით დამთავრებული არ გვაქვს საძებნი. ხო მსაჯობაც არ დაგვავიწყდეს, ეგ თითქმის ყოველთვის გვაქვს

.
ცალკე აღებული, სლოვენიასთან რომ წავაგეთ ეს ყველაფერი იმით იხსნება, რომ უკეთესი გუნდია და 4 დან 3-ჯერ მოგვიგებს. დასანანი ისაა, რომ ჩვენ ისე ვიქცევით, რომ 4-დან 4 გვიგებს. როცა ჩვენი უნდა იყოს მაშინაც არაა ჩვენი. დამნაშავე ხან მსაჯია, ხან ფედერაცია, ხან მწვრთვნელი და ხან შენგელია, რომელიც იშვიათად მაგრამ თამაშებს აგდებს ხოლმე, ან შერმადინი, რომელიც მაღალ დონეზე ყველა თამაშს აგდებს.