#60717022 · 20 Sep 2023, 16:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Temozaurus
QUOTE | აზაროვის დაკარგვების ნახევარი მატაობას მოყვა. თან რამდენჯერმე ერთი და იგივე ეზოს ფინტს. |
იგივე პრინციპი მგონია. კარგი პრესინგიდან გუნდები ამოდიან სარისკო ზონებში ბურთის გათამაშებით და იქ სადღაც ხვრელის ნახვით. ფლანგზე გადატანა და იმ ფლანგიდანვე წინსლა ხდება მას შემდეგ, რაც ფულბეკს უკვე სივრცე აქვს. თუ სივრცე არ აქვს ფულბეკს, იმავე სარისკო ზონაში აბრუნებს ბურთს და თავიდან იწყება ყველაფერი. ან მაგარი ცენტრფორვარდი თუ გყავს, ამდენს არ იწვალებ და ორთაბრძოლაში წინ გადაუგდებ....ასე აკეთებენ მაღალი კლასისის გუნდები. ჩვენ კიდე პრესინგის დაძლევა ხო ისედაც გვIჭირს და კვეკვეს არყოფაში საერთოდ კატასტროფა ხდებოდა. ამიტომ, აზარა მუდმივად წნეხის ქვეშ იღებდა ბურთს, რომ მერე რაღაცა ექნა. ეს რაღაც იყო ან გრძელი პასი, ან ვერტიკალური პასი აუტის სიხლოვეს ან აუტის სიახლოვეს მატაობა, რასაც მეტწილად აუტზე გადაგდებული ბურთი მოყვებოდა ხოლმე. ტაქტიკური განათლების პრობლემაზეც ვერ დაგეთანხმები. ვერ ვიხსენებ ნორვეგიელებს რამე სერიოზული მომენტი შეექმნათ აზარას შეცდომის შემდეგ (ანუ, ნაკლებად სარისკო ზონებში აკეთებდა ამ ყველაფერს). გუშინ მაგალითად აზარას კონკურენტმა შახტარში დაღუპა გუნდი ისეთი შეცდომები დაუშვა.... ნებისმიერ შემთხვევაში, ვერც დღეს და ვერ ვერასოდეს 1 და ორი კაცი პრესინგს ვერ დაძლევს. ნორვეგიამ რა პრესინგიც გვეთამაშა, ეგეთი დონის პრესინგის დაძლევას 5-6 კაცის სინქრონი მაინც ჭირდება მეკარის ჩათვლით. ასევე, თუ მაინდამაინც ცენტრალური მცველი უნდა დადგეს მაგ პოზიციაზე (მაგ, შემდეგ ფანჯარაზე კარგი იქნებოდა აზაროვს თუ სვანაძეს დაუთმობენ), კალანდაძე ჯობია ჩემი აზრით. ლოჩოს გაბარიტებით კი ჩამოუვარდება, სამაგიეროდ ბევრად სწრაფია და პასის კულტურაც ბევრად უკეთესი აქვს....
This post has been edited by java83 on 20 Sep 2023, 16:09
|