მარტივად:
1. ავტობუსი - აკეთებ ეშელონირებულ თავდაცვას და "მთელი ოჯახით" ჯდები დაცვაში. თითქმის არ რისკავ, ბურთის ამოტანას იშვიათი გამონაკლისის გარდა ცდილობ გრძელი გადაცემებით. ელოდები მეტოქის შეცდომას.
კარგი ავტობუსის მაგალითები: წლევანდელ U21 ევროპაზე საქართველოს მოგება პორტუგალიასთან და ფრე ჰოლანდიასთან, ვაისი მიერ გასვლაზე დამარცხებული ესპანეთი, ქეცბაიას ფრე საფრანგეთთან და ა.შ
2. აქტიური მეორე ნომერი: დაცვიდან თამაშობ მაგრამ მარტო მეტოქის შეცდომაზე არ ხარ დამოკიდებული, გუნდი დაცვას უფრო "ზემოთ იწყებს", პერიოდულად პრესინგსაც თამაშობ და გაქვს მონაკვეთები, როცა პირველ ნომრობასაც ცდილობ. დაცვიდან როგორც გრძელი, ასევე, მოკლე გადაცემებითაც ამოდიხარ. ერთი სიტყვით, კონტრაზე თამაშობ, მაგრამ რისკსაც არ ერიდები. მაგალითები: საქართველოს გამარჯვება შვედეთთან, ბულგარეთთან და მაკედონიასთან....
საქართველო ესპანეთს პირველ ნომრად რომ ვერ ეთამაშება ეგ ისედაც იასნია, იმიტომ რომ პირველი ნომრობა არჩევანი არაა. მეტოქე არ გათაამშებს...
ავტობუსს და აქტიურ მეორე ნომრობას რაც შეეხება, ამათ შორის არჩევანი ნებისმიერს აქვს....
ხოდა, საქართველოსთვის აქტიური მეორე ნომრობა ძალიან სარისკოა ესპანეთისნაირ გუნდთან, რაც დღესაც დადასტურდა.
ამაზეა ბაზარი და არა ქეცბაიას რომანტიზებაზ.
სანიოლმა დღეს ფატალური შეცდომა დაუშვა თავიდანვე, როცა აქტიური მეორე ნომრობა გადაწყვიტა ესპანეთთან.
ანუ, სანიოლმა ვერ შეაფასა როგორც საკუთარი გუნდის, ასევე, მეტოქის შესაძლებლობები.
მეტი მარტივად როგორ ავხსნა?