ამ თემაშიც დავწერ 1-2 სმეშნოი სიტყვას

უხეშად რომ ვქთვა, არსებობს 3 ძირითადი სათამაშო გეგმა/სტრატეგია:
1. პირველი ნომერი;
2. ავტობუსი;
3 აქტიური მეორე ნომერი
საქართველოს კალიბრის გუნდი გრანდს პირველ ნომრად ვერ ეთამაშება, იმიტომ რომ ეგ სტრატეგია მარტო შენ ნებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, პირველი ოფიციის განხილვა უაზრობაა.
შესაბამისად, სანიოლს ესპანეთთან შეიძლება აერჩია მეორე ან მესამე ოფცია.
- ავტობუსი გულისხმობ ღრმა ეშელონირებულ თავდაცვას, ბურთის ამოტანას ნაკლებად სარისკო გადაცემებით (მაგ. გრძელი პასები), მინიმალურ რისკს და მუდმივ რეჟიმში მეტოქის შეცდომების ლოდინს;
- აქტიური მეორე ნომერი (ატიური დაცვა) გულისხმობს მთელ რიგ ეპიზოდებში გარისკვას, ბურთის დაჭერის მცდელობას, სარისკო დაბალი პასებით მეტოქის პრესინგისგან თავის დარწევას, მომენტებში პრესინგის თამაშს და ა.შ. ანუ, შენ არ ხარ მარტო მეტოქის შეცდომებზე დამოკიდებული და თავადაც აქტიურობ და მეტი სივრცეების დატოვებასაც არ ერიდები.
სწორედ აქტიური მეორე ნომერი იყო სანიოლის სათამაშო სტრატეგია ესპანეთთან და ეს გეგმა იყო თავიდანვე განწირული.
ვილიმ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, იმიტომ რომ ვერ შეაფასა საკუთარი გუნდის შესაძლებლობები.
ჩემი აზრით არ არსებობს კონკრეტული ქართველი ფეხბურთელების ერთობლიობა, ან ტაქტიკური სქემა, რაც ვილის გეგმას განხორციელებადს გახდიდა ესეთ ძლიერ გუნდთან.
პუტინს რომ კიევის აღება უნდოდა 3 დღეში, დაახლოებით ეგეთი ლეღვობა გააკეთა ვილიმ

(რასაც ერთ რომელიმე სამხედრო დანაყოფს ვერ დააბრალებ, იმიტომ რომ გეგმა ძირშივე აბსურდული იყო).
შესაბამისად, ცალკეული მოთამაშეების შეცდომების განხილვა თავის მოტყუება მგონია, იმიტომ რომ ამ დროს კეთდება დაშვება, რომ ჭიჭიკოს მაგივრად იმ პოზიციაზე ჯემალი რომ ყოფილიყო, სხვა შედეგი დადგებოდა

მშვილდ-ისრით რომ ხარ შეიარაღებული სპეცნაზს ღია ადგილზე არ შეუტევ ხო? სჯობს ტყეში ჩაუსაფრდე რაიმეს შანსი რომ გქონდეს.
საქართველოსთვის ერთადერთი რეალისტური სტრატეგია ესპანეთთან შეიძლება იყოს ავტობუსი.
სტრატეგიის არჩევის დროს საფეხბურთო გემოვნება ჭღრ-პღრ მნიშვნელობის საკითხია. ამ დროს მთავარია შენი და მეტოქის შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება, რაც სანიოლმა ვერ მოახერხა.
იმედია ესპანეთთან მარცხი კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის და პროგნოზირებად მომავალში მსგავსი ლეღვობა არ განმეორდება.....
This post has been edited by java83 on 12 Sep 2023, 14:28