თემის 1-ლი ნაწილი და მასთან დაკავშირებული თემატიკა ნაკრების სელექციასთან შეგიძლიათ აქ იხილოთ:
კრიტიკის კრიტიკა - ეროვნული ნაკრები ივლისი 2023
ეროვნული ნაკრები 2023 - ნაწილი 1-ლი აგვისტო 2023
ვიცი რომ ფორუმელების უმეტესობამ ის პრობლემები და შენიშვნები რაც მე მაქვს, თავადაც კარგად იციან. უბრალოდ რეზიუმეს სახით მინდა დავწერო, ნაფიქრი რომელიც სადღაც მინდა დარჩეს.
რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები?
საქართველოს ეროვნული ნაკრები საშუალოზე დაბალი დონის გუნდია, რომლის ძირითადი და ერთადერთი პლიუსი, ძლიერი ინდივიდუალური თამაშია. ბოლო წლებში წამოსულმა თაობამ ეს კიდევ უფრო შესამჩნევი გახადა, თორე ძირში, ისევ ის, სუსტი შიდა ჩემპიონატით, სადაც ფიზიკურადაც კი ვერ მოემზადები, კორუფციის ბუდედ ქცეული ფედერაციითა და გამორჩენაზე დახამებული მედროვეებით სავსედ დარჩა, როგორიც იყო სულ თავიდან და არც ჩანს სხვა ვარიანტი.
ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელების გამოჩენით, ეროვნულმა ნაკრებმა შეიძინა ის კრიტიკული მასა, რომლის მეშვეობით ჩვენზე სუსტ და ჩენი დონის გუნდებთან ვართ ფავორიტები და ვუგებთ კიდეც. რა დოზით არის ამაში სამწვრთნელო შტაბის დამსახურება უცნობია. უფრო სწორედ, ყველამ ყველფერი ვიცით და ვისაც ავალია, ან ვისიც მორალური ვალდებულებაა შენინშნოს ჩუმად არიან.
ჰოდა კითხვაზე თუ რას წარმოადგანეს ამჟამად საქართველოს ნაკრები, პასუხი ასეთია: ერთა ლიგის C დივიზიონის პირობითი ფავორიტი.
რას წარმოადგენს ქართული ფეხბურთი?
კორუპირებულ ფედერაციას, კაზიონებთან დაკავშირებულ ტენდენციურ ჟურნალისტიკას, სამოყავრულო შიდა ჩემპიონატს, მოძველებულ სპციალისტებს ბავშთა ფეხბურთში, ბოუჯეტის ძუძუს კბილებით ჩავლებულ მედროვეებს.
როგორ წარმოგვიდგენია ქართული ფეხბურთი?
აღმავლობისა და პროგრესის გზაზე დამდგარ სპორტის სახეობად, აი ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება. ჰოდა დასამერების წინ გამონათებას უფრო გაქვს ჩემი პრიდი სუბიექტური აზრით
სამწვრთნელო შტაბი, ისტორია, შეცდომები და მოლოდინები
რამდენი მწვრთნელი არ გამოგვივლია და კარგ შემადგენობა კარგი მწვრთნელი ვერაფრით დავამთხვიეთ. თითქოს არ ყოფილია პერიოდი სადაც ტრამვების გარეშე, კარგი შემადგენლობითა და კარგი მწვრთნელით ჩაგვეტარებინა შესარჩევი ციკლი. ჯანდაბას, დავიკიდოთ ეს წარსული და ახლა ამ ეტაპზე რაც ხდება იმაზე შევაჯამოთ ფაქტები.
ისმის კითხვა, ის რასაც ერთა ლიგაზე მივაღწიეთ იყო სამწყვრთნელო შტაბის დამსახურება თუ ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი?
ჰოდა მიმოვიხილოთ ცოტა
საქართველო - გიბრალტარი 4:0 - ხვიჩა და ლობჟანიძე, ინდივიდუალური ოსტატობა
ბულგარეთი - საქართველო 2-5 - ჩამოშლილი ბულგარეთის ნაკრები, ხვიჩა, აზაროვი ზურიკო
მაკედონია - საქართველო 0:3 - ბუდუ, წიტა, კვარა და ერთადერთი სტადარტულიდან გატანილი ბურთი
საქართველო - ბულგარეთი - 0:0 - მოგება გვინდა, სწორი ტაქტიკა შეგვირჩიეს ვერაფერი ვქენით
საქართველო - მაკედონია - 2:0 - ავტოგოლი, მეტოქის შეცდომა
გიბრალტარი - საქართველო - 1:2 - ნერვიულობაში მოგებული თამაში, კვარა და წიტა
რომლიმეს გახსოვთ ამ შეხვედრებში თანამედროვე ფეხბურთის ელემენტები? მაღალი პრესინგი, ყველა ბურთზე ბრძოლა, სტანდარტებზე თამაში? კონტრეშეტევებზეც კი იშვიათად გაგვქონდა ბურთი. მწვრთნელობა რაში გამოიხატება? მხოლოდ სათამაშო ტაქტიკის არჩევაში თუ მეტოქეებისთვის სიურპრიზების შეთავაზებაში? რომელიმე შეხვედრაში მოხდა ასეთი რამ? შეგვიძლია სადმე ვთქვათ რომ საღოლ სანიოლს საკაიფო ტაქტიკა დავუპირისპირეთო? არ ყოფილა, მხოლოდ შეგნებულად დათმობილი ცენტრი და მეტოქეს დახვედრა ჩვენს მესამედთან. გაამართლა, რადგან მოწინააღდეგე არ გვყავდა ძლიერი.
შემდეგ იყო ნორვეგია სახლში, სადაც 1-ლი ტაიმი საცოდაობა იყო, მე-2 არაუშავდა, მერე კვიპროსი სადაც ქეცბაიას სუსტი ნაკრები უკეთ გვეთამაშებოდა და ბევრჯერ გადავრჩით. შემდეგ კი კანონზომიერი წაგება შოტლანდიაში, ყველას რომ წვიმა ეგონა თურმე არადა აღმოჩნდა რომ ასეთი ნაკრები ვართ, გინდაც წვიმდეს და გინდაც იხრუკებოდეს. მერე ესპანეთი და მერე თამაშის სურვილის არ ქონა ნორვეგიაში.
ამჟამინელი სამწვრთვნელო შტაბი არ არის შესაბამისი დონის რომ ნაკრები ათამაშობს ერთა ლიგის ფლეიოფებსა და თუ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთი დაგვიანება რომ თანამედროვე ფეხბურთს ავუწყოთ ფეხი.
უცოდინრობა და არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი კლავს ქართულ ფეხბურთს არა ნაკრებს, არამედ ბავშთა ფეხბურთს, ძირშივე ახმობს.
რამდენი ფიქრობთ რომ ერთა ლიგის ფლეიოფებს წარმატებით გავივლით?
ეროვნული ნაკრების სელექცია, პრიორიტებები და სტრატეგია.
რეალობას თუ გინდა რომ თვალი გაუსწორო, მაშინ მარტივად უნდა თქვა რომ ამ ჯგუფიდან, რომელიც შესარჩევების სხვა ჯგუფებთან შედარებით სირთულით მე-4 ადგილს იკავებს, შანსი მიზერულია, ამიტომ ამ ყველა შეხვედრას გამოვიყენებთ ერთა ლიგის ფლეიოფების მოსამზადებლად. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შესამოწმებლად და აუცილებელი როტაციის ჩასატარებლად. ასეთია სტრატეგიული გეგმა ზოგადად, რაღაცის ახლა დათმობის ხარჯზე, მომავალში წინ სვლა. ეს ერთი შეცდომა დავუშვით უკვე და რაც ყველაზე სამარცხვინოა და გასაბრაზებელი, ნორმალურად მომზადების შანსიც დავკარგეთ. ხალხურათ სიდებლე ქვია მაგას, როცა შენთვისაც ცუდს აკეთებ და სხებისთვისაც, სარგებელი როცა 0-ია, პოლიტკორექტულად არაპროფესიონალიზმი ქვია.
ვინ არის პასუხისმგებელი შემდეგი ფეხბურთელების არ გამოძახებაზე?
ლოჩოშვილი
ალთუნაშვილი
არაბიძე
ლომინაძე
გელაშვილი
სიგუა
ქვილითაია
გველესიანი
გადრანი
სიგუა პატარაა? 16 წლის ესპანელმა გააბითურა ჩვენი დაცვა და გემრიელი გვტენა შიგ ფედერაციაში, 18 წლისამ აიკლო მარჯვენა ფლანგი და ათრია ბებერი მცველები ოსლოში.
თუმცა ჰო ცხადია, როცა ილუზიები გაქვს რომ ასეთი ჯგუფიდან გახვალ, ცხადია გამოცდილ ფეხბურთელებს აირჩევ, რომელიც ზოგი პროგრესს პორტუგალიიდან თურქეთში გადასვლით ახორციელებს და ზოგიც აზერბაიჯანიდან არაბეთში.
სელექციაში ხომ უნდა იქნას ფეხბურთელის მოტივაცია გასათვალისწინებელი? იქნება და არ უნდა და ასეც გამოჩნდა რომ ბევრს აღარ უნდა ფეხბურთი, ბევრისთვის უკვე ფინანსურმა კეთილდღეობამ შეიძინა მეტი პრიორიტეტი და ნაკრები მხოლოდ მოსახდელ ვალდებულად იქცა.
ირიბი სელექცია - ეროვნული ნაკრები ეს ის მოვლენაა სადაც ფეხბურთელი შეიძლება განვითარდეს ან დაიხვეწოს და უკეთეს კლუბში მოხვდეს. ასეთი წაბილწული და არაფრის მაქნისი შიდა ჩემპიონატის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცეს თავის წარმოჩენის საშუალება. დებიუტის ეფექტი, მაქსიმალური მოტივაცია არის ზოგჯერ წარამტების საწინდარი და ტექნიკა დამხმარე ინსტრუმენტი.
მე არ დამწყდებოდა გული ახალგაზრდა ფებურთელებს რომ წაეგოთ ესპანეთთან 1:7, ვიტყოდი რომ ჰომ, ლოგიკურია, ძლიერები არიან, თან გაბრაზებულები და მაქსიმალურად კარგად და უშეცდომოდ თამაშობენ, არაუშავს, კარგი გაკვეთილი იქნება. ახლა ვისთვის იყო ეს კარგი გაკვეთილი? კაშიასთვის? ლობჟანიძსთვის რომელსაც ზედმეტი ნაბიჯი არ გადაუდგამს? სიამოვნებით ვნახავდი რამდენი კილომეტრი ირბინა, კვეკრველიასთვის რომელიც გვიან მიხვდა რომ თამაშში მონაწილეობდა? აბურჯანიასთვის რომელიც იმის მაგივრად რომ ეთამაშა დირიჟორობდა.
ჰოდა რას ვაკეთებთ ჩვენი მომავალი თაობისთვის? არ ვიძახებთ, არ ვათამაშებთ, გამოუცდელებს ვეძახით და ხელს არ ვუწყობთ. დაუვიწყარი და სასწაული რამ მოხდა ბათუმში უ21-ის ნაკრებმა ძვლები დადეს, ეროვნული ნაკრების მომავალმა და მწვრთნელი არ დაესწრო. ესეთი ფეხებზე დაკიდება რითი მართლდება? მერე უყურებს ჩანაწერს? დაბალი რანგის ტურნირია? ისემც თქვენი დედა მოვდღან მე ვილიდან დაწყებული ფედერაციით დამთავრებული.
წარსულიდან აწმყომდე და მომავალში - ფაქტების შეჯამება
წარსული
შესარჩევი მოსამზადებლად არ გამოვიყენეთ
დავიკიდეთ სწორი სელექცია
არ მივეცით ახალგაზრდეს საკმარისი შანსი
არ გამოვიტანეთ დასკვნები ერთა ლიგაზე უხარისხო თამაშებიდან
აწმყო
დაკარგული შანსი ჯგუფიდან გასვლის
სამარცხვინოდ წაგებული თამაშები
რეპუტაციის შელახვა
მომავალი
კიდევ ერთი განიავებული შანსი
კიდევ იმდენი ნიუნსია და დეტალი დასაწერად, რამდენი დაკიდებული დამოკიდებლება.
დასკვნის სახით:
წინა პოსტებში ვწერდი როდის და სად იყო განგაშის ზარები, 1-ლი, მე-2, მე-3, ყველა დაკიდებული დარჩა და მგონია, მირჩევნია ვცდებოდე, მაგრამ შეუჩერებელი ნაბიჯით მივდივართ წერტილამდე საიდანაც უკან მობრუნება ვეღარ მოხერხდება, მოვლენათა ჰორიზონტს გადავკვეთავთ და ეს მეორე, კიდევ უფრო კარგი შანსი ვიდრე წინაზე, განიავდება. თუმცა რა? პასუხისმგებელი ხომ არავინა...