სანიოლის ლოგიკა, რომელიც უკვე თვალსაჩინოა:
ვითარება:
- საზოგადოებრივი წნეხი ჭკა
- მედია წნეხი ჭკა
- ფედერაცია ჩემი ხინკალ ბრატები
სიტუაციის აღქმა:
- სტუმრად მთავარია შოტლანდია-ნორვეგიის დონის გუნდებთან 2 ბურთზე მეტი არ წავაგო. 1 ბურთით წაგება ვაბშე პლუსებშია.
- სტუმრად ესპანეთის დონის გუნდებთან 3 ბურთით წაგება არაა პრობლემა, მთავარია 4 და მეტი ბურთით არ გადაგვიარონ.
- შინ ნორვეგია-შოტლანდიებთან ფრე უჟე ფიზდეც ქაქ ხარაშო.
რა განვითარება, რა გუნდის ახალ ლეველზე გასვლა, თქვენ ხომ არ გიღიტინებთ უკანა ტანში.
მხოლოდ ფაქტები:
1. შოტლანდიამ და ესპანეთმა საჯარიმოს ფარგლებიდან კარში 11-ჯერ დაგვირტყეს. იმ დაცვითი ტაქტიკის დედაც მოვდღან, ჯეკ, რომელშიც 2 თამაშის ჯამში კარის სიახლოვიდან 22-ჯერ დაგიბაბანებენ.
2. ესპანეთთან პასების რაოდენობა 300-ამდეც ვერ ავიდა (იმათ 800+). გადაბმულად ვახერხებთ 3 პასის გაკეთებას საშუალოდ. მერე ბურთი იკარგება, თან 99% საკუთარ ნახევარზე.
3. ესპანეთის შეტევების 75% ფლანგებიდან მოდის. ანუ ოვერლოადი აქვთ ორივე ფრთაზე, თან შესამჩნევი. ამასობაში მეორე ნომრად მოთამაშე გუნდი (ანუ საქართველოს ნაკრები) კონტრთამაშისას 80% ფლანგებიდან ცდილობს წინ წასვლსას. ნუ, აი რა ვთქვა. ეთა დაჟე ნე ფიზდეც, თავარიშჩი, ეთა ფროსთა ფარნაგრაფია ქაქოითა. სამჯერ გავიქეცით მეტ ნაკლებად სახიფათოდ (გოლი, ჩაკვეს პასი ზურიკოზე საჯარიმოში, და კიდევ ერთი მომენტი) და სამივე ცენტრიდან. თავი მხოლოდ ქუდის სატარებლად არ ჭირდება ადამიანს, ბატონო ვილი.
დანარჩენი ყველა იმ იუზერს ვეთანხმები, რომლებმაც აღნიშნეს:
- აზაროვი კატასტროფა. მაგრამ უფრო დიდი კატასტროფა მისი მანდ დამყენებელია.
- მიქაუტაძის მოედანზე ყოფნა არ ყოფნას აზრი არ ქონდა (ისევე როგორც ნებისმიერი არა სტოლბი ფორვარდის). იმდენად ღრმად უწევდა ჩამოსვლა (მასაც და ცრუ ცხრიანზე ხვიჩას), რომ ოფიციალურად მესამე საყრდენს ერბინა და ცენტრი შეგვევსო (გადატვირთვაზე არც მაქვს პრეტენზია) ბევრად აჯობებდა.
ტაქტიკის მხრივ:
- ესპანეთი წელავს თამაშს. არაფერი ახალი მათი მხრიდან. საჯარიმოს ცენტრში მხოლოდ მორატაა. უილიამსი და გავი (ფერანი) მაქსიმალურად ახლოს გვერდით ხაზთან. ჰოდა აი ამ ხაზს ვიცავთ სამი ცენტრალური მცველით (ანუ 1 მორატა აბამს 3 ცენტრალურს), ერთი ფლანგის მცველით და ერთიც ფლანგის მცველის კარიკატურით. აზაროვი მცველი არაა და ვერც დადგება. ვერც ფულ-ბეკი და ვერც ვინგ-ბეკი. მან უნდა ითამაშოს ვინგერად. სუფთა ნახევარმცველადაც ვერ დააყენებ - არა ძალა, არა სტამინა. ამასობაში ცენტრალურ ზონას კომპაქტურად იცავს 3 კაცი, რომლებიდანაც ერთი შემტევი ნახევარმცველია. ჩვენს ფლანგებზე წარმოიქმნება სივრცე, თან პერმანენტული და არა როგორც ნორმაა - ოვერლოდის დროს საპირისპიროზე. ამ სივრცის ამოსავსებად მეორე ფორვარდად გამწესებულ ხვიჩას უწევს დაცვის მეორე ზღუდეში (ნახევარდაცვაში) ჩავარდნა (დროპ), რის გამოც შესვენებაზე იმენნა ენაგადმოგდებული გადის. არ ვაჭარბებ არაფერს - ერთ მომენტში აუტის მოწოდებისას სადღაც 45 წუთზე კამერა ახლო ხედით იღებს კვარას, რომელიც მუხლებს ეყრდნობა ხელებით და ენა აქვს გადმოგდოებული, დაღლილი მგელივით. თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ხვიჩა ფიზიკურად ხოდზეა, ჩვენს ნაკრებში მხოლოდ რამოდენიმე კაცი აჯობებს სტამინით ამ მომენტში. ანუ სქემა არ მუშაობს, და ხვრელების ამოსავსებად, შენს საუკეთესო მოთამაშეს უწევს ენერგიის გახარჯვა იქ, სადაც პირიქით, უნდა დააზოგინო.
- აზაროვმა სადღაც 10-ჯერ დაკარგა ბურთი. ვერც დაცვაში თამაშობს, ვერც ამოტანაში ვარგა (30% ბრაკი გადაცემებში). მეორე და მესამე გოლები მის კისერზეა. მწვრთნელი მხოლოდ მესამე გოლის შემდეგ რეაგირებს.
ამ ყველფერს უყურებ და ხვდები, რომ მწვრთნელი საერთოდ არ გვყავს.
საკუთრივ მოთამაშეებზე:
- მამარდაშვილი. რამდენადაც მონსტრია ხაზზე, იმდენად სტრაშნია (მადეირას დავესესხები) ფეხით. გამოსვლებზე დაგინებული აქვს? ორ თამაშში მინიმუმ ორ გოლს გადავრჩებოდით მიჯაჭვული რომ არ იყოს კარის ხაზს. ეს კომპონენტები თუ სასწრაფოდ არ გააუმჯობესა, რა გრანდი, რის გრანდი. დარჩება ვალენსიაში.
- კაკაბაძე. რესპექტ. ხვიჩას მერე ჯამში საუკეთესო ამ ორ თამაშში.
- კვირკველია. სტაბილურად ეს დონეა რაც ამ ორ თამაშში დადო. ყველაზე დიდ პრობლემა არის ბურთის გათამაშება-ამოტანა. ამასთან საყურადღებოა - თითქმის არ ჩაუწოდებიათ მის ზონაში ორივე მეტოქეს. მრავლისმეტყველია.
- კაშია. შენელდა მაგრამ როგორც აღშნიშნეს უკვე - ვინ უნდა შეცვალოს? ყველაზე მთავარი პრობლემა ამ თამაშებში იყო თითქმის არ არსებული ვერტიკალური. ვეღარ ხტება საჭირო სიმაღლეზე, შეიძლება დაღლის გამო.
- ლოჩოშვილი. დაიხვეწება. ხოჭოლავა თუ ფორმაში იქნა, მაშინ თადარიგში. ორმაგი ზეწოლა გუშინ აზაროვის გამო. ჯამში OK. ნუ, გავი კი დაღუპა, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არაა.
- აზაროვი. ვინც მცველად დააყენა, ისაა დამნაშავე. პროდუქტული შეიძლება იყოს სუფთა ვინგერად. მაგრამ ამ ნაკრებში ამის საჭიროება ნაკლებად დგას.
- ქოჩორაშვილი. ის ენერგია აღარ ქონდა რაც სქოთებთან, ხოლო მისი თამაში დიდადაა მოძრაობაზე დამოკიდებული. ცალკე არასწორი ტაქტიკა, ცალკე ძლიერი მეტოქე, ცალკე მძიმე ფეხები. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ნორმ.
- კვეკვესკირი. იმაზე უკეთ ითამაშა ვიდრე მოველოდი (შემადგენლობის, სქემის + მისი სისწრაფისა და ინტენსიურობის ნაკლებობიდან გამომდინარე).
- ჩაკვეტაძე. დაცვაში ყოფნისას (ანუ დროის 76%) მესამე საყრდენად უწევდა ყოფნა ფაქტიურად. ეს სქემა არ მუშაობს, მითუმეტეს როცა ფლანგის ნახევარმცველები არ გიყენია და განაპირა საყრდენების ზონა გაორმაგებულია. ეპიზოდურად შეიძლება გამოიყენო, მაგრამ არა მთელი თამაში. შედეგად შეტევაში ძალა გაკლდება, რაც მოხდა კიდეც მეორე ტაიმში - სხვა დროს ჩაკვე კარვახალს სპიდი გონზალეზივით გაექცეოდა და გავიდოდა მეკარესთან პირისპირ. ეხლა კიდევ საჯარიმოსთან შეჩერდა და ბურთიც აწაპნეს. ხვიჩაზე პასი გენიალური. მეორე ტაიმში ბურთის წაღება და უკვე ზურიკოზე პასიც გენიალური (ზურიკო ვერ მიხვდა თავიდანვე და დააგვიანა მოძრაობის დაწყება). მწვრთნელის მოვალეობაა მიაგნოს ისეთ განლაგებას, რომელშიც:
1. ხვიჩა და ჩაკვე ერთად იქნებიან მოედანზე
2. ხვიჩა და ჩაკვე ენერგიის 80%-ს დაცვაში ბურთის დევნაზე არ გახარჯავენ.
ამ შემთხვევაში 2-3 გოლს ნებისმიერ გუნდს გავუტანთ, გრანდსაც კი.
- ხვიჩა. მეგა ვარსკვლავია. ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე სამწუხაროდ არ აქვს ის წონა მსაჯებთან, რაც უნდა ქონდეს. ანუ რაღაცა წონა უკვე აქვს, მაგრამ მაინც არაადექვატური. ამიტომ რაღაც ხიპიშს უტარებენ, მაგრამ ცოტა მეტად უნდა შეიკაოს თავი. ანუ ხიპიშის ფორმა უნდა მონახოს უფრო ნაკლებად გამაღიზიანებელი მსაჯისთვის, მაგრამ ეფექტური (ზაზა ფაჩულიასგან აიღოს რჩევები, დიდოსტატი იყო ამ სფეროში).
- მიქაუტაძე. ერთ მომენტში არც უპასა, არც დაარტყა და კარგი კონტრშეტევა ჩაგვეშალა. მარტამდე იმედია რამე ეშველება უთამაშებლობას, თორემ ესე ვერ გავფრინდებით. სხვა მხრივ მისი ტიპოლოგიის ფორვარდს გუშინ მოედანზე არაფერი ესაქმებოდა. პადსტავა ქვია ამას რუსულად

შემადგენლობა:
- დაცვა: გველესიანი და საზონოვი უნდა ყოფილიყვნენ განაცხადში. უნგრეთში რომაა ის ბიჭი, რადარზე მაინც თუ ყავთ?
- ნახევარდაცვა: ლობჟანიძე, არაბიძე - ვარიატულობისთვის.
- შეტევა: რასაც ეს კაცი გვათამაშებს, სტოლბის გარეშე არის მეგა-აბსურდი (ისე უბრალოდ აბსურდი იქნებოდა). ამიტომ ქვილითაია უნდა ყოფილიყო განაცხადში.
- აუცილებლად მოსაგვარებელია მარადიშვილის ამბავი. კიტეს ვერ დაეყრდნობი, 50% დამტვრეულია. მეორე მოძრავი საყრდენის გარეშე მარტში ფინალამდე ან მივალთ ან არა. ალთუნაშვილი და მექვაბიშვილი ჯერ ვერა. გაგნიძე ვეღარ პროგრესირებს რუსეთში.
This post has been edited by Temozaurus on 20 Nov 2023, 10:27
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!