არადა ხვიჩამ ამ ჯუღელს რო გააჯმევინოს, არამოსაწონი საქციელი იქნება ჩემთვის.
ერთი-ორ კაპიკს რო იშოვიან, გადიდკაცდებიან და ძველ მეგობრებს აღარ კადრულობენ, მასე გამოუვა.
გულშემატკივარი სპორტსმენისგან რო ითხოვს რომ თავისი პირადი დაივიწყოს და გულშემატკივარს რაც გაუსწორდება ის აკეთოს, მაგარია...
ვიღაც იუზერ ფრანკენშტეინს რახან მასე უნდა, არც ცოლი არ უნდა მოეყვანა, მამამისთან ურთიერთობა გაეწყვიტა და ჯუღელისთვის საერთოდ პანჩური უნდა ამოერტყა...
ჩვენ როგორც გაგვისწორდება, ისე უნდა იცხოვროს და რამე თუ არ მოგვეწონება, შეგვიძლია სულ Y ვეძახოთ...
რამე ვალი აქვს ჩვენი?
ეგეთი ადამიანების დდშვც ყველასი, ცოტა მაღალ საზოგადოებაში რო მოხვდებიან და მშობლების, ოჯახის წევრების თუ ძველი მეგობრების რცხვენიათ მერე, ამ წრეს არ შეეფერებიანო...
მერაბა დვალიშვილის არ იყოს, ძმაკაცთან ქამარზე ბრძოლაზე რო ამბობდა უარს.
ტიპი ცალ-ცალი კალოშით ჩავიდა ამერიკაში, მშენებლობაზე ბლოკებს ათრევდა და ხარაჩოებზე დაბობღავდა...
მივიდა დარბაზში და მიიღეს ტიპებმა, ავარჯიშეს, დაიმეგობრეს, ფეხზე დააყენეს და რახან მაგის ძმაკაცია ჩემპიონი, რატო არ ეჩხუბება და არ ართმევს ქამარსო...
ერთ დროს ღირსეულ და კაცურ საქციელად რაც ითვლებოდა, იმის გამო ლანძღავდნენ მერაბას.
კაცობას რატო აყენებს ბიზნესზე წინო, Y-ეზე დაიკიდოს ძმაკაცობა, ჩვენ გაგვისწოროს ჩემპიონობითო

არაა ძმატცი ოქროს ბურთი ყველაზე მთავარი, ცხოვრება უფრო მეტია.
პ.ს. ჯუღელი ჩემ თვალშიც ხიხოა, არ გეგონოთ მომწონდეს და/ან ვიცავდე...
რომა დოლიძე როა UFC-ში, ეგაა კიდე ძაან მაგარი კაცი/ადამიანი.
უამრავი ძაან მაგარი სპორტსმენი შემხვედრია და კარგი ადამიანი ძალიან ცოტაო...
ხო და კარგი ადამიანები არიან ხვიჩაც და მერაბაც... და დოლიძეც...
This post has been edited by Frankens†ein on 10 Jan 2024, 11:45
Mens sana in corpore sano...