შარშან ივლისში ნაპოლის პრესეზონის დროს ერთი ბრიტანელი გავიცანი რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში და იტალიურში განსაკუთრებით.
მეთქი ახალი სტარი გვეზრდება ქართველებს დააკვირდითქო.
მერე სექტემბერში კიდევ შევხვდი და რო ვუთხარი აი ხო გეუბნებოდითქო, ტიპმა ეგრევე ცივად მითხრა ახალგაზრდაა მალე დაეწყება არასტაბილურობაო.
მაგრად გამიკვირდა, საერთოდ არ ჯდებოდა ჩემს სუბიექტურ ლოგიკაში.
მოკლედ რისი თქმა მინდა:
წინა გვერდებზეც დაიწერა - ის რაც კვარამ შარშან გააკეთა არის მართლა საკუთარ თავზე გადახტომა. ეს არ ნიშნავს რომ რაიმე ლიმიტი აქვს და იმას გადაახტა და აწი ვეღარ მიაღწევს. არა, უბრალოდ პირველივე სეზონში ასე სტაბილურად ეთამაშოს, ჩემპიონობა და მვპ დაედოს ვინმეს, მართლა გენიალური შედეგია.
რეალურად ეს "არასტაბილურობის" პერიოდი (რომელსაც ისევ სუბიექტურად - ვერ დავარქმევდი არასტაბილურობას) ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერაში. რაც იყო კიდეც მოსალოდნელი.
ჩვენ, ქართველმა ქომაგებმა, სამწუხაროდ არ ვიცით როგორია გყავდეს შენიანი სტარი ფეხბურთელი და ცოტა არაადეკვატურები ვართ. რაც ნუ მაინც ოქეია. ჩვენც გავიზრდებით და გვეცოდინება მომავალ სტარს როგორ ვუქომაგოთ

სოციალურ ქსელებში კი (მითუმეტეს ანონიმურში) სადაც ვიღაცა ჰეითერია, ვიღაცას შურს, ვიღაცას ის, ვიღაცას ეს და ანთხევენ ამ ყველაფერს.
ამან არ უნდა იმოქმედოს ჩვენნაირი ნამდვილი გულშემატკივრების განწყობაზე. აქ ხალხს მისი ლოკომოტივებიდან და რუბინებიდან გვეჯერა და იუთუბზე ვეჯექით როსტოვი-რუბინის ლინკებს. მოკლედ, რილაქს და ინჯოი გაიზ. წინ ბევრი მაგარი ემოციები გველის მჯერა.