მადეირაარადა ამ თვის საუკეთესოების ნომინაციაში არ მოხვდა არც ლაუტარო, არც კვარა და არც ჩალხანა
მოკლედ, გუშინდელი მატჩის განხილვებს ვუყურე და როგორც ჩანს ამ ახალმა კალცონა მწვრთნელმა ბევრი რამე გადახარშა და წინა 2 მატჩი მიუხედავად შედეგისა საკმაოდ კარგი გაკვეთილი გამოდგა ნაპოლისთვის
ის რომ წინა თამაშებში შეცვლები ადრე გააკეთა და პრაქტიკულად ყველა ათამაშა ვინც ჰყავდა განაცხადში, ეგ ნიშნავს იმას რომ სწავლობდა ფეხბურთელების შესაძლებლობებს, და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთა
მაგალითად ის რომ ჟესუსი და კაიუსტე ძირითადის მოთამაშეები არ არიან (კაიუსტე საერთოდ ნაპოლისთვის შეუფერებელია ჩემი აზრით, ჟესუსი კი უბრალოდ დაბერდა და ბოლო 15 წუთისთვის თუ გამოდგება, ნათანის დასასვენებლად

)
კიდევ ის რომ რახმანის შეუძლია შეტევაში ბევრად ეფექტურად ითამაშოს, და კიდევ ის რომ ოსტიგორისგან შეიძლება კიმი გამოითალოს
ხო რაც მთავარია, ცენტრი აათამაშა, ტრაორეს დამსახურებით პირველ რიგში, ასევე ოსტიგორიც ჩართო მაგ ამბავში ისევე კიმი, კიმი

) შედეგად ლობოტკაც ძალიან სწორ პასებს აკეთებს (წინ და არა უკან!) და დილორენცოც უაზროდ არ მირბის ფლანგზე ჩასაწოდებლად (არადა ჩაწოდება საერთოდ არ იცის მგონი)
არც პოლიტანოს აძალებს სუსტი ფეხით თამაშს და უფრო ხელსაყრელი პოზიციებისთვის ბრძოლაზე უშვებს
რაც მთავარია კვარა არ არის მიჯაჭვული გვერდით ხაზს და თავისუფლად მოძრაობს მოედანზე, უფრო მეტად 10-იანის პოზიციაში
ამ ყველაფრის შემხედვარე ანგისაც კი "გამოსწორდა"

ამ თამაშის მერე კიდევ რაღაც კორექტირებები უნდა შეიტანოს შემადგენლობაში
სავარაუდოდ ისევ ოლივერა დადგება ძირითადში (მარიო რუი შეტევაში კი არის კარგი, მაგრამ დაცვაში ვეღარ ქაჩავს, ბებერია და დაბალი

)
დილორენცოს ეღირსება ალბათ შეცვლა და 90+ წუთი არ იპახავებს ყოველ მატჩში
ნგონგეც მოიხოდება და ნელნელა პოლიტანოს ისევ ზამენებში გადაიყვანს
სხვა ყველაფერი მგონი კარგად მიდის, ვიქტორა ხოდზეა და კვარაც მასთან ერთად, ან პირიქით
რაც მთავარია ამ სასუოლოსთან მატჩში თითქმის არ მინახავს უკან პასი და უაზრო ჰორიზონტალური ტიკი-ტაკა, ჩაჯმული ბავშვებივით რომ არ იდგნენ მოედანზე ეგ ყველაზე მთავარია
იუვენტუსთან მატჩი იქნება გადამწყვეტი ამ სეზონში, იმ გაგებით რომ ნაპოლის შანსები დარჩება თუ არა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს, როგორც ქულების მხრივ (კაკ მინიმუმ არ უნდა წავაგოთ იუვესთან), ასევე ფსიქოლოგიური წნეხის მოსახსნელად, მოკლედ უნდა გაილაღონ ბიჭებმა