მალატესტა
მედასავლეთე

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7249
წევრი No.: 258000
რეგისტრ.: 22-July 20
|
#61070708 · 8 Mar 2024, 13:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი, მადრიდის რეალი, ბარსელონა, პსჟ, ლუქსემბურგთან მატჩი ხვიჩას გარეშე, ქართული ფეხბურთის განვითარება და ფოთის „კოლხეთის“ მომავალი, - ამ თემების შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა და საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ დირექტორმა, მამუკა ჯუღელმა La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
- ქართული ფეხბურთის განვითარების თქვენეული ხედვა როგორია?
- კვალიფიციური მწვრთნელები, აკადემია სწორად უნდა მუშაობდეს და რაც შეიძლება მაღალი დონის ლეგიონერები.
- თქვენ როგორ არჩევთ „კოლხეთისთვის“ ლეგიონერებს?
- მე მყავს სამეგობრო წრე, რომლებიც მირჩევენ. მე წელს ყველა კარგი ფეხბურთელი დავიმატე, ერთი შვეიცარიული გუნდიდანაა, ერთი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და ა.შ.
- ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მიზანი რომელიმე ევროტურნირის საგზურის მოპოვებაა?
- ფოთის „კოლხეთს“ მიზნები სულ ექნება, როცა მე ვთამაშობდი, ჩვენ სულ გვქონდა და ახლაც გვაქვს მიზნები, ვნახოთ რამდენად გამოვა, არის ხელშემშლელი ფაქტორები, სახლში თამაში არ შეგვიძლია. ძალიან რთულია ყველა თამაში გასვლაზე ითამაშო, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვაღიარებ ობიექტურია, ვაღიარებ, ფედერაცია ყველანაირად გვეხმარება, ასევე ფოთის ადგილობრივი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ სტადიონი მწყობრში იყოს. ფოთის კოლხეთის მიზანია, კარგი ფეხბურთის თამაში, ახლა, ამ ეტაპზე რა გუნდითაც ვასპარეზობთ, ახალი შექმნილი გუნდია, ყველანი ახალგაზრდა ბიჭები არიან.
- რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს?
- ძალიან რთული სიტუაციაა, რომ ლუქსემბურგთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება, მაგრამ საქართველოს ნაკრებს აქვს ის ძალა რომ ეს თამაში მოიგოს. კვარაცხელიას დანაკლისის შევსება არგენტინის ნაკრებში რომ თამაშობდეს ხვიჩა მაინც ძნელი იქნება. არიან საქართველოს ნაკრებში ის ფეხბურთელები, რომლებიც კვარაცხელიას შეავსებენ, იგივე ვაკო ყაზაიშვილი არ უნდა დავივიწყოთ. ყაზაიშვილმა ორი თამაში ჩაატარა, ერთი გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფედერაცია მაგაში არ შეცდება, მაქსიმალურად მობილიზებული არიან ბიჭები, ის ბიჭები, ჩვენ სუყველა ერთად გაზრდილები ვართ. რა თქმა უნდა ხალხი აქ შეცდომებზე არ უნდა ვილაპარაკოთ, დაწყებული შენიდან, დამთავრებული ჩემამდე ყველამ უნდა ველოდოთ მაგ თამაშს და სულით, გულით, ჩვენი აურა და ჩვენი ძალა რაც არის და ჩვენი სულისკვეთება ყველაფერი ბიჭებს უნდა გადავუნერგოთ რომ ეს თამაში მოვიგოთ. - რას ეტყვით გულშემატკივარს ლუქსემბურგთან მატჩამდე, რა იქნება დამოკიდებული გულშემატკივარზე?
- ეს თხოვნაც არის, მოწოდებაც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ფარხმალი არ უნდა დავყაროთ, ღმერთმა ქნას, ლუქსემბურგთან თამაშს კარგი დასაწყისი ჰქონდეს, მაგრამ ისიც რომ მოხდეს, რომ პირველი ბურთი გავუშვით, ფეხბურთი არის 90 წუთი + დამატებით 5, 6, 7 წუთი დრო. ჩვენ ნაკრებს აქვს ის ძალა, კვალიფიკაციური მწვრთნელი, კვალიფიციური ფეხბურთელები, ფედერაცია, სპორტული დირექტორი, პრეზიდენტი, ყველა ნაკრების გვერდზეა, ყველაფერს უკეთებენ ბიჭებს და ამიტომ გულშემატკივართან იქნება თხოვნა, პირველი წუთებიდან ბოლომდე, ვიდრე მსაჯი არ დასტვენს გულით და სულით ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს.
- ხვიჩას განწყობა როგორია, მნიშვნელოვანი თამაშის გამოტოვება უწევს...
- ხვიჩა ნერვიულობს, მაგრამ რა უნდა ქნას, იქნება ჩემს გვერდზე, ვუგულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს.
- თქვენ რას ეუბნებით?
- ყველაფერია შენზე დამოკიდებული, ვეუბნები რომ იმედია საქართველოს ნაკრები ამ თამაშს მოიგებს, 90% ჩვენ ამ თამაშს მოვიგებთ, 10% ყველაფერი ხდება და აი მერე არის ყველაფერი და ხვიჩა იქნება მთავარ როლში. ხვიჩა ისეთი ადამიანია ყოველთვის მობილიზებულია, გამხნევება არ ჭირდება. - ვხედავთ რომ ხვიჩა კარგ ფორმაშია ...
- ეგრე იყო მაშინაც, ფეხბურთი გუნდური თამაშია, შეიძლება 3 თამაშში გოლი ვერ გაიტანო, მაგრამ ხალხს უნდა ყველა მატჩში ხვიჩამ გაიტანოს. ხვიჩა რომ თამაშობს და საოცრად თამაშობს, ვინც ფეხბურთის პროფესიონალია ყველამ იცის. - როდის გადაწყდება გააგრძელებს ხვიჩა „ნაპოლიში“ თამაშს თუ ახალ გუნდში გადავა, მოლაპარაკების რა ეტაპზე ხართ?
- მაისის ბოლოს გადაწყდება.
- მადრიდის "რეალიდან", "პსჟ-დან" შემოთავაზებას ადასტურებთ?
- არა, არაფერს ვადასტურებ, ჯერ "ნაპოლისთან" გვაქვს ლაპარაკი, ვნახოთ რა მოხდება.
- რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს ხვიჩამ "ნაპოლი"?
- იმ შემთხვევაში თუ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას, ისეთ თანხას შესთავაზებენ რაზეც გუნდის ხელმძღვანელობა უარს არ იტყვის. - თქვენ საუბრობთ ამ თანხაზე?
- მე არ მაქვს უფლება თანხა დავასახელო. - ხვიჩას სამომავლო გეგმები სეზონის ბოლოს "ნაპოლის" შედეგზეც არის დამოკიდებული?
- კი ყველაფერი ერთიანად, კონკრეტულ თანხაზე მე ვერ ვისაუბრებ, ეგ გუნდის პრეზიდენტის საქმეა, მე ვიცავ ხვიჩას კონტრაქტს და შრომას.
- პირადად თქვენ რას ფიქრობთ "ნაპოლი" უნდა დატოვოს, პირადად თქვენთვის რომელი გუნდია მისაღები?
- ჩემი საყვარელი გუნდი „ბარსელონაა,“ ეგ ხვიჩას უნდა კითხოთ თვითონ რა უნდა თორემ, მე "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ.
იდოს სრული ვერსია.
--------------------
ნანა, მაკარონი დაადგი!....
|